Hansel and Gretel
გამოშვების წელი: 2007
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ჟანრი: ფილმები,დრამა,მისტიკა,საშინელება,ფენტეზი
რეჟისორი: იმ ფილსუნი
როლებში: ჩუნ ჯუნმიონი, შიმ უნქიონი, უნ ვონჯე, ჯინ ჯიჰე, ჯან იონნამი, პაკ ჰისუნი, პაკ ლიდია
აღწერა:
ყველაფერი სწორედ ტყიდან დაიწყო... ტყეში მდებარე ზღაპრული სახლიდან, სადაც თავმოყრილია ბავშვური ფანტაზიები, ტრამვები, შიშები... ესაა ადგილი, სადაც მოგონებები სამუდამოდ ცხოვრობენ, ხოლო იქ მოხვედრისას ყველაზე ბნელი, მიმალული აზრები იჩენს თავს. ეს არის საიდუმლოებებით, ფანტაზიებით სავსე ამბავი, რომელიც ამავდროულად, საკმაოდ მძიმე ისტორიებით სავსე ტრაგედიაა. მისი ნახვისას მარტივად შეიძლება გახდე ისეთივე დაბნეული და გაოცებული, როგორც მთავარი მოქმედი გმირი - იონსუ.