unisub.ge
ჩემი სახელი (My Name)





"შურისძიება ურჩხულად ქცევის ტოლფასია". იცით როგორც ველოდი ამ დრამას წელიწადზე მეტია და რადგან ნეთფლიქსისაა, როცა დაიდო ყველა სერია ერთად და ვნახე ცხადია. პრინციპში რა მოლოდინიც მქონდა, ის შედეგი მივიღე. ნეთფლიქსი არის ის პლათფორმა, რომელიც არასდროს აკმაყოფილებს პირადად ჩემს მაქსიმუმს, მისგან არასდროს ველი შედევრებს და ზღვა ემოციებს, ასე იყო აქაც. უმაგრესია ჟანრის გათვალისწინებით, როგორც იტყვიან ერთ ამოსუნთქვაში საყურებელი, მაგრამ სადაა დრამისეული სიღრმე? ემოცია? განცდები? ნებისმიერ კორეულ პროდაქშენს რომ გადაეღო, რის გამოც შემიყვარდა მე ამ ქვეყნის კინემატოგრაფია, რასაც დასავლეთში ვერასდროს ვიღებდი, დარწმუნებული ვარ წლის ჰიტი იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ მასაზე გათვლილი, არაფრით განსხვავებული და გამორჩეული სიუჟეტია. იმდენი ფილმი თუ სერიალი მაქვს მსგავსი ნანახი, თვლა ამერია, მაგრამ იმდენად ჩემია ეს ჟანრი, მაინც ყველა განსაკუთრებულად მიყვარს, რა ვქნა! ხო, რეჟისორი კი ჰყავს დიდებული, ამან კი დიდი გავლენა იქონია საბოლოო პროდუქტზე!


კადრი იწყება... გოგონა, სახელად ჯივუ თავის მე-17 დაბადების დღეს დილით მამის ნაჩუქარი სიმბოლური სანათით საწოლში ერთობა და პარალელურად ყურსასმენებით მუსიკას უსმენს, იცვამს და მიდის სკოლაში. მას პოლიციელები მიჰყვებიან, რადგან მამა ცნობილი განგსტერ-კრიმინალია და აინტერესებთ გავლენ თუ არა ჯივუთი მის კვალზე. სკოლაში იჩხუბებს თანაკლასელის ბულინგის გამო, სკოლიდან წამოვა, დაბრუნდება სახლიში, კარებთან დაბადების დღის საჩუქარი დახვდება მამისგან, რომელსაც გაბრაზებული ფეხს ჰკრავს, შევა სახლში და რამეონს გაიკეთებს. რამდენიმე წუთში ტელეფონზე ზარია, მამა ურეკავს და ულოცავს, ჯივუ კი ეუბნება, რომ მისი სახელის გამო საშინელი ცხოვრება აქვს და მამა მისთვის დღეიდან მკვდარია. რამდენიმე საათის მერე უკვე კარებზეა ზარი, ჯივუსთან მამა მოვა, მაგრამ სანამ ჯივუ მას კარებს გაუღებს, მამას მის თვალწინ სასტიკად კლავენ. კადრი სრულდება... სასოწარკვეთილი და ადამიანურად სრულად განადგურებული ჯი ვუ მამის მკვლელობისთვის შურის საძიებლად დახმარებას მამამისის საუკეთესო მეგობარს, ყველაზე ძლევამოსილ, მდიდარ, გავლენიან და ნამდვილი ეშმაკის მოციქულ განგსტერს (რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწევა) ჩო მუ ჯინს სთხოვს. ჯივუ ყველაფერს თავს ანებებს, უარს ამბობს მომავალზე, ერთადერთი მიზნით აგრძელებს ცხოვრებას და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მუჯინის ბანდაში უმაღლეს სამწვრთნელო მომზადებას გადის, ყალიბდება მკვლელად. "თუ შენ შეუპოვრად გსურს მკვლელის დაჭერა და მოკვლა, ამის უნარიც უნდა შეგწევდეს" მან იცის, რომ მამა პოლიციელმა მოუკლა, ეს ჩო მუ ჯინმა შთააგონა, ამიტომ ერთობლივად გადაწყვეტენ ფარულად შეიპაროს პოლიციაში, შეიცვალოს იდენტობა და დაიწყოს მუშაობა ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართულ განყოფილებაში. სინამდვილეში კი იგი კრიმინალების ინფორმატორია, მისი მთავარი მიზანი მამის მკვლელობისთვის შურისძიებაა. ამ დროს პოლიციაში მისი პარტნიორი სიმპატიური, ძალიან ჭკვიანი და ახალგაზრდა დეტექტივი ან ბოჰიუნის ჯონ ფილდო ხდება. აქვე გაფრთხილება მას ჩო მუჯინისგან: თუ გვიღალატებ, მოკვდები, ეს კანონია!

გადამღერებული თემატიკა, დამეთანხმებით და ავღნიშნე კიდეც, მაგრამ მაინც კლასიკაა ეს ფაბულა, გაუცვითავი! ქასთი-სუპერ! ჩემი ფავ პერსონაჟი ან ბოჰიუნის დეტექტივი, დიდი ღირებულებების და მძიმე წარსულის მქონე ბიჭი, სახელად ჯონ ფილდოა: "გამოძიებები ქვიშის სასახლეს ჰგავს. ძლიერად მუშაობ მათ აშენებაში, მაგრამ უეცარი ტალღა მოვა და მას წამში დაანგრევს, თუმცა თუ შენ კვლავ განაგრძობ და არ დანებდები, საბოლოოდ დაბალი ზღვის მოქცევა შეგრჩება ხელთ და ასე შეძლებ დამნაშავის დაჭერას"- ეს იყო პილ დოს პასუხი კითხვაზე, თუ რას უზამდა მისთვის უძვირფასესი ადამიანის მკვლელს თუ კანონგარეშე შეეძლებოდა მისი მოკვლა. ამ პასუხით მის ადამიანობას მარტივად მიხვდებით. იცით როგორ იწყება ცივი, უკარება, გულჩათხრობილი, შემაშინებლად სასტიკი მზერის მქონე ლამაზი ჯივუსა და მამაკაცური, სარკასტული, ძაან კაი ტიპი პილდოს ურთიერთობა?- ერთმანეთის სასტიკი არ მოწონებით, თუმცა იზრდება ნელ-ნელა სიყვარულში. ხო ზუსტად ვთქვი ეს 2 ეთმანეთს დააკვდება-თქო, ქიმიები და ცეცხლები იფრქვევა ირგვლივ, კიდევ კარგი ყველანაირი ფანტაზია დააკმაყოფილეს წყვილის სახით, თან ამ ჟანრს განსაკუთრებით უხდება, თუმცა საკმაოდ სევდიანიცაა ეს სცენა ყველაფერთან ერთად... პრინციპში უმაგრესი რეჟისორის კიმ ჯიმინისგან არც გამკვირვებია, მაინც ეტყობა მისი უმაგრესი ხელწერა. დიდი ხანია ასე ლამაზად პირველი თოვლი არ მინახავს დორამებში (კორეაში ამბობენ, რომ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შეხვდები პირველ თოვლს, აუცილებლად შეგიყვარდება) ფინალურ სცენაზე გავჩუმდები... რაც შეეხება შესრულებას, ჰან სო ჰეს გარდასახვა ძალიან მომეწონა. აბსოლუტურად სრულყოფილად ჰქონდა შესისლხორცებული მისი გმირის ტკივილი. სიცივე, უემოციო ემოციურობა, ბრაზი, სიცარიელე, შურისძიების დაუოკებელი წყურვილი. კარგად გამოხატავდა ამ ყინულის ირგვლივ ემოციებს. ეს გოგო იზრდება და ტრანსფორმირდება, ბრავო, კარგი იყო. ყოველთვის ვაფასებ პროფესიონალს, ვინც როლისთვის ბევრს შომობს და ასე იყო მის შემხთვევაშიც-მან როლისთვის სპეციალური საბრძოლო კურსებიც კი გაიარა და ფიზიკურადაც სერიოზულად მოემზადა. ფაქტობრივად ქალი doctor’s sun, K2, კატალეა, ნიკიტა და მსგავსი სუპერ ჰიროებია. "როდესაც მომზადება დავიწყე, მეგონა, რომ ადვილად შევასრულებდი, მაგრამ როგორც კი ტრენინგი დაიწყო, პასუხისმგებლობის გაცნობიერებამ შემაშინა. მე მომიწია ბალანსის დაცვა და ენერგიის გამოყოფა მთელი სერიალის წარმართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამან დამძაბა და ნერვებზეც იმოქმედა, მაინც მოტივაცია მომცა, რომ მაქსიმუმი მეჩვენებინა". რაც შეეხება ან ბოჰიუნს, ეს ბიჭი შემიყვარდა ოფიციალურად-აქ ისეთი დახვეწილია და ისე მოუხდა როლი... ცეცხლია და "იმ" სცენაშიც მაგრად იკადრა...😈 მისი სიყვარულიც მიყვარს ჯივუს მიმართ. იგი ის ერთადერთი ადამიანი გამოდგა ჯივუსთვის, ვისაც ჯივუ ბოლომდე ენდობოდა. რაც შეეხება პაკ ჰე სუნის ჩო მუ ჯინს, კარგ მსახიობად ვთვლი, მანაც მოიხდინა როლი ცივსისხლიანი პერსონის, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. თავად თქვა, რომ საკმაოდ გაუჭირდა ამ როლის თამაში. აქ არის თვისთ ფლოთი, თუმცა არა ისეთი, რომ შეიძლება ვერ "გაარტყა".

მოკლედ რომ შევაჯამო საბოლოოდ: ვერაფერს ვიტყვი განსაკუთრებულ-გასაგიჟებელს გარდა იმისა, რომ საშინლად დინამიკური, დრაივიანი და ექშენით გატენილი შურისძიებაა, ვერც კი მოწყდები... ამიტომ მე მომეწონა! მაგრამ მაინც უმარილო იყო ჩემთვის, ცოტა მეტი სიღრმე, ემოცია და სინდისის ქენჯნის გარეშე ვიტყოდი, რომ უმაგრესია. და ეს ბიჭი, ჩან რიული მანიაკის როლზე კარგი ვინმე იყო, პირველად ვნახე სერიოზულ როლში და გაამართლა.  

ამ ჟანრის მოყვარულებს გირჩევთ, ჩემსავით დაგიკმაყოფილებთ ეგოს, თუმცა გახსოვდეთ, რომ მაინც არავის ენდოთ. "ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია, თუმცა არსებობს მონადირე და ნადავლი. ჭამ ან გჭამენ... შენ, რომელი ხარ?"

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია