unisub.ge
არ შემიყვარო (Love Me Not)




Love Me Not (არ შემიყვარო)

ეს ნამუშევარი გახლავთ ჩემთვის განსაკუთრებული დრამის “That Winter The Wind Blows” ფილმი ვერსია. მე ზოგადად ვთვლი, რომ ფილმები/სერიალები/ანიმეები იმისთვის არ იქმნება, რომ უბრალოდ ვუყუროთ, არამედ შევიგრძნოთ კიდეც. იმის თქმა მინდა, რომ არ მინდოდა ემოციები ერთმანეთში ამრეოდა, თან აქეთ ინსონი და იქეთ ჯუ ჰიოკი ერთი და იმავე როლზე- როგორია?!

სრულიად ობიქტურად მოიპარა ჯუ ჰიოკმა მთლიანი სურათი, აი უბრალოდ გენიალურ შესრულებას დებს, აღრფრთოვანებული ვარ მისი შინაგანი ურყევი ემოციების გადმოცემით თავიდან ბოლომე. ამასთან საოცრად ქარიზმატულია. რასაც ვერ ვიტყვი მეწყვილე მუნ გეუნჰიონზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო ჩემს თვალში ჯერ კიდევ პატარაობიდან საკმაოდ ნიჭიერია, აქ არ მომეწონა მისი თამაში, თითქოს მეტი სიღრმე მჭირდებოდა მისგან, მით უმეტეს ვიცით თუ როგორი ცივ-სისხლიანია მისი პერსონაჟი თავიდან და როგორ ლღვება ნელ-ნელა მისი ყინული თავისი ოპპას მიმართ. ვერც ქიმია დავიჭირე წყვილის. ჯუ ჰიოკი ცდილობდა, მაგრამ ვერ ჩემთვის, სამწუხაროდ.


როგორც გავარკვიე, ამ სიუჟეტით სულ პირველად 2002 წელს გამოვიდა იაპონური დორამა "Forget Love", შემდგომ იყო ეს ფილმი 2006-ში და ბოლოს კორეული ვერსია 2013-ში. (ერთგვარი ტრილოგიასავითაა)

  • "სიყვარული... ასეთი რამ არ მჭირდება"
ვისაც სიუჟეტი გაინტერესებთ, ეს არის ძალიან ლამაზი და ტრაგიკული ისტორია თაღლითი, პლეიბოი, საოცრად სიმპათიური კაცისა და უსინათლო, ძალიან მდიდარი და ულამაზესი ქალის, რომლებიც თავიანთი ტანჯული ცხოვრების მანძილზე შეხვდებიან ერთმანეთს და სამუდამოდ შეცვიან თავიანთ ცხოვრებას. ამ შემთხვევაში ჯუ ჰიუკის პერსონაჟი ჯულიენი წავა საოცრად სულმდაბლურ საქციელზე იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომა გამოესწორებინა, სხვა შემთხვევაში მას არ აცოცხლებდნენ. იგი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავი გაასაღოს იმად, ვინც სინამდვილეში არ არის. ამით გარდა იმისა, რომ გადააბიჯა თავის მეგობარს, საკუთარ თავს და პირველ რიგში, საკუთარ სიამაყეს, უკვე დანაშაულია, თუმცა ასეთი დიდი შეცდომის გზაზე იგი გაებმება სიყვარულის მახეში და იძულებული გახდება ყველა იმ შეცდომისთვის აგოს პასუხი, რაც თავად შეიქმნა ცხოვრებაში. მას სურდა სხვებისთვის მიეყენებინა ზიანი, საბოლოოდ კი მხოლოდ საკუთარ თავს ავნო. წარსულში დაშვებული უპატიებელი შეცდომები თანმდევი აღმოჩნდა მისი ცხოვრების, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდა...

ინსონის პერსონაჟი სო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გმირია, ამიტომ მის მიმართ სიყვარულისა და სიბრალულის გარდა, არანაირი გრძნობა არ გამჩენია არასდროს, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი, ვგულისსხმობ წარმოუდგენელი ტყუილი, რომელიც ორივეს ცხოვრების დამანგრეველი აღმოჩნდება, გაუმართლებელი, მაგრამ პატიების ღირსი მაინც იყო.

  • "-არის რაღაცები, რომელთა დანახვაც შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხილავია. ხალხი ჩემს ირგვლივ. მათი თვალები ჩემს მიმართ მოპყრობილი ცივია, თოვლზე ცივი. მთლიანი სამყაროც ასეთი ცივია. სად ვარ მე? რისი იმედი უნდა მქონდეს, რომ სიცოცხლე განვაგრძო? არაფერი მჭირდება.
  • -მწუხარებას, ბედნიერება მოსდევს და როცა ის მოდის, ეს ძალიან მტკივნეულია. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს კვდები. მას შემდეგ რაც შენ შეგხვდი, ვისწავლე, რომ ყავა და სიგარეტი განუყოფელი ერთიანობაა და სიგარეტი ყოველთვის სანთებელასთან ერთად უნდა იყოს. სანთებელა კი მაგიდის თავზე იდოს. ახლა რომ მაგიდასთან ვიჯდე, სიგარეტს ვეწეოდე და ყავას ვსვამდე, შენც აქ მყავდე, ღრმად შევიგრძნობდე მკერდში სიგარეტის კვამლს, რომ ვწერდე წერილს წერილზე და ვამბობდე, რომ მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ... ნეტავ შემეძლოს ამის ათასჯერ დაწერა და შენთვის ჩვენება. ნეტავ შემდეგ რას მეტყოდი? შეგიძლია იფიქრო, რომ რასაც ვამბობ ტყუილია, რადგან კიდევ ერთ ტყუილს გეუბნები იმ უთვალვთაგან, რაც აქამდე შენთვის მითქვამს. თუ ეს ბედისწერა იყო, რომ შენ შეგხვედროდი, მაშინ მოხვალ ახლა იქ, სადაც მე ვარ? მე დაგელოდები მანამ, სანამ არ მოხვალ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასდროს მოხვალ, მე მაინც დაგელოდები..."


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია