unisub.ge
დანაშაულის შავი ფიგურა (Dark Figure of Crime)




Dark Figure of Crime (დანაშაულის შავი ფიგურა)

  • "ენდე და შეამოწმე"
ჟანრში ძალიან მაღალი IQ სცენარი, თავისივე ფსიქოლოგიური ელემენტებით გაწერილი, რაც საკმაოდ დიდი დოზით გავლენას ახდენს მაყურებელზეც. 2 უმაღლესი დონის მსახიობის თეატრი, ჩემი უსაყვარლესი კიმ უინსოკისა და ჯუ ჯიჰუნის უსერიოზულესი შესრულება, საოსკარე პერფორმანსები!

ფილმი ბუსანში მომხდარ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული და გამორჩეულია იმითაც, რომ მსახიობებს ძალიან მაგრად აქვთ იქაური აქცენტი მორგებული, რაც მათ უდიდეს პროფესიონალიზმს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.



სიუჟეტი მოგვითხრობს ძალიან ცნობილი დეტექტივის (კიმ იუნ სოკი) და სერიული მკვლელის, მანიაკ/ფსიქოპატის, რომელიც გამროჩეული გონებითა და ინტელექტით გამოირჩევა (ჯუ ჯი ჰუნი) „თანამშრომლობაზე“. სერიული მკვლელი უკვე დაკავებულია მკვლელობისთვის და თითქოს საშიშიც აღარაფერია, მაგრამ ერთ დღესაც ჩემს მიერ ხსენებული დეტექტივი იღებს სატელეფონო ზარს ციხიდან, კერძოდ კი სერიული მკვლელისგან, რის შედეგადაც ის თავად ატყობინებს გამომძიებელს, რომ იმ მკვლელობის გარდა, რისთვისაც ის დააპატიმრეს, კიდევ 7 მკვლელობა აქვს მას ჩადენილი. თავდაპირველად მის ამ აღიარებას არავინ აღიქვამს სერიოზულად და მკვლელის მორიგ პროვოკაციად, გადახრად მიიჩნევენ.


 შესაამისად, ერთადერთ, ვინ მის სიტყვებს ეჭვნარევ ნდობას გამოუცხადებს, კიმ იუნ სოკის დეტექტივია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლთა ვინაობა მანაც არ იცის, გადაწყვეტს ამ ისტორიის თავიდან ბოლომდე გამოძიებას და იმ 7 მკვლელობის გახსნას.
ჩემთვის ეს ფილმი ჭადრაკის თამაშს გავდა, როდესაც არ იცი ვინ იქნება ბოლოს გამარჯვებული და ვის მოუწევს ამ სიტყვების თქმა: "ქიში და შამათი". აქ უსერიოზულესი გონებრივი ბრძოლა მიმდინარეობს დეტექტივსა და სერიულ მკვლელს შორის. გამარჯვებული კი მხოლოდ ის იქნება, ვინც უფრო მეტ დაკვირვებას, რაციონალურობასა და პრაგმატულობას გამოამჟღავნებს. 


როდესაც დეტექტივი გამუდმებით სტუმრობს მკვლელს ციხეში და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს, ინტელექტუალი მანიაკი მუდმივად თავ-გზას უბნევს და ხან უმტკიცებს, რომ მას ამ მკვლელობებზე საერთოდ არასდროს უსაუბრია, ხან კი ცდილობს 7-ვე მკვლელობის კვალზე გაიყვანოს. თუმცა აქ რაც ყველაზე მეტად მომეწონა და მიიქცია ჩემი ყურადრება არის ის, რომ კიდეალურად ჩან გაწონასწორებული, მშვიდი და საკუთარი საქმის პროფესიონალის სახე დეტექტივის პროტოტიპით. თუ როგორი უნდა იყო გამომძიებელი და როგორი დამოკიდებულებით მიუდგენ არც თუ ისე მარტივად მოსაუბრე ძალიან ჭკვიან დამნაშავეს. 

არ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რატომ ცდილობდა სერიული მკვლელი საკუთარი ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმებას ამ დანაშაულებზე ლაპარაკით მაშინ, როდესაც უკვე იცოდა, რომ თუ ეს საქმეები გაიხსნებოდა, სამუდამო პატიმრობა არ აცდებოდა? მარტივი დაკვირვებით, მკვლელის, როგორც არა-ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის წარმომადგენლის არასრულფასოვნების კომპლექსთანაც გაყავართ, რადგან დარწმუნებულია, რომ საკუთარი გონებითა და გამჭრიახობით შეძლებს პოლიციის, მისი მთავარი "მტრის" დამარცხებას და მზად არის რისკზეც კი წავიდეს. ის სიტყვიერი ხაფანგი, რასაც საკუთარ მონოლოგებში აქსოვს, ძალიან დამაბნეველია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იმ კვანძების პოვნა, რითაც მისი სიტყვაზე გამოჭერა მოხდება.

 სწორედ ამიტომ აარჩია მან ყველაზე სახელგანთქმული და ძლიერი დეტექტივი, იმის დასამტკიცებლად, რომ მის წინაშე ნებისმიერი ადამიანი უძლური იქნება.
ფინალს ცხადია არ გაგიმხელთ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ სინამდვილეში, რადგან უკვე იცით, რომ ნამდვილი ამბავია, სერიულმა მკვლელმა ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. თუ რატომ, თავადაც მიხვდებით. ხოლო დეტექტივმა 2018 წელს განაახლა დარჩენილი დანაშაულების გამოძიება, რომელიც ამ დამნაშავესთან ასოცირდებოდა.


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 
რეგისტრაცია