unisub.ge
გაქცევა მოგადიშუდან (Escape from Mogadishu)




Escape from Mogadishu (გაქცევა მოგადიშუდან)

მინდა ობიექტური ვიყო შეფასებაში, რადგან შემიძლია სასტიკად სუბიექტურადაც განვსაჯო, მაგრამ არ სჭირდება, რადგან უმაგრესი და ძალიან სერიოზული პოლიტიკური თრილერია, სასწაული ექშენი, დრაივი, ადრენალინი და მწარე რეალობა ადამიანური საწყისის. არ მინდოდა ჯერ ამის თქმა, მაგრამ დიდი შანსია 27 მარტს ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე ვიხილოთ თვითონ ფილმი-ინსონი ოსკარებზე, დიახ! დროა პარაზიტის ბედი კიდევ გავიზიაროთ. ამ ყველაფერს 21 დეკემბერს გავიგებთ ზუსტად. ფილმმა უკვე დიდი კომერციული მოგება ჰპოვა კინოთეატებში ჩვენებით, გაიყიდა უამრავ ქვეყანაში და საკმაოდ წარმატებულად დაიწყო წელი. მიწვეული იყო აგვისტოში ნიუ-იორკის აზიური ფილმების ფესტივალზეც. სულ ცოტა ხნის წინ 10 ნომინაციიდან 6-ში დამსახურებულად აიღო ჯილდო 30th Buil Film Awards-ზე (ჯგუფში დევს მთელი რიგი ინფოები) ფილმის გადაღება კი მიმდინარეობდა მოროკოში.

მიმდინარე ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე სომალის დედაქალაქ მოგადიშუში. სწორედ სომალი ცივი ომის პერიოდში, მითითებულ 1991 წელს. თუმცა მანამდე 1980-იან წლებში, მაშინ, როდესაც სამხრეთ კორეა ჯერ კიდევ არ იყო გაეროს წევრი ქვეყანა, აფრიკის კონტინენტი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გახდა ადგილსამყოფეილი ტოტალური დიპლომატიური ომის ორ კორეას შორის (სამხ. & ჩრდ.). 1987 წელს სამხრეთ კორეის მთავრობამ გაგზავნა თავიანთი დიპლომატიური კორპუსი მოგადიშუში... ფილმშიც სწორედ აქედან იწყება მოვლენების აღწერა, როდესაც სომალიში იწყება არეულობა და სამხ.-ჩრდ. კორეის დიპლომატები ცდილობენ იქედან თავის დაღწევას და კორეაში მშვიდობით დაბრუნებას, თუმცა მათი ყოველი ნაბიჯი სარისკო და სიკვდილის მომასწავებელია.  

ქასთი სრული ვარსკვლავთცვენა და კორეის ლეგენდები: ჩო ინ სონი, კიმ იუნ სოკი, ჰო ჯუნ ჰო, ჯონ მან სიკი, გო გიუ ჰვანი და სხვები.
რეჟისორი ჟანრის ერთ-ერთი უბადლო ხელმწერი რიუ სუნვანია.

კიმ იუნ სოკი და ინსონი სამხ. კორეის წარმომადგენლები არიან, ელჩი და საბჭოს წევრი. ჯუნჰო და გიუ ჰვანი ჩრდ. კორეის. წარმოიდგინეთ ჯერ მარტო კორეელებს რამხელა მტრობა აქვთ ერთმანეთთან, რომ არც კი ინდობენ "შინაურს" და რა უნდა მოხდეს ისეთი, ისინი რომ განგებამ გააერთიანოს. ეს სწორედ თავის გადარჩენის, შენი ნაციის, მაინც შენი ერის სასიკვდილოდ ვერ გამეტების ჟინია. (შეიძლება სასაცილოა, რადგან ვიცით მთელი რიგი ისტორიები ისე კლავდნენ ერთმანეთს თვალს არ ახამხამებდნენ, თუმცა როცა საქმე სხვასთან ბრძოლას ეხება, ყველაფერს ივიწყებ და რჩები-ადამიანი) ფილმიც ამ მწარე რეალობაზეა პირველ რიგში, საკმაოდ საინტერესო და ემოციური ფინალით. ოდესმე დასრულდება და შეიცვლება არსებული რეალური შედეგი? რომ ისინი მხოლოდ რენეგატები და განდგომილები არ არიან, არამედ უბრალოდ ადამიანები, რომელთაც სურთ მშვიდობა, თუმცა სახელმწიფო და წარსულში შემდგარი გარემოება, მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევთ. ისეთი მძმე კადრებია, რომ ჩრდ. კორეელ ბავშვებს მშობლები თვალებზე ხელს აფარებენ სამხ. კორეის დროშას რომ არ შეხედონ. მე ვიტყოდი, რომ კარგი მესიჯია დიპლომატიური შემრიგებლობისთვის გადადგმული ამ ფილმით, რადგან აქ სამხ. კორეელები ასეთ რამეს ეუბნებიან ჩრდილოელებს: "დაიმახსოვრე, რომ კარგ ან ცუდ დროს ჩვენ, სამხრეთ კორეელები, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით!" (აქ სამხრეთელების ჰუმანურობა კარგად ჩანს განსხვავებით კონსერვატორი, უფრო სწორედ ტოტალიტარი ჩრდილოელებისგან) თავდაპირველად ყველა შევიტანთ ეჭვს ჩრდილოელებიც გაუწვდიდნენ თუ არა დახმარების ხელს სამხრეთელებს, ამაზე კი ბოლო კადრები გაგცემთ პასუხს...
პროპოლსიური, მოწინავე და ჭკვიანურად გაწერილი სცენარია. ისეთი, გაღიზიანებას რომ არ გამოიწვევს და სადღაც სირცხვილის გრძნობასაც გააღვივებს. ეფექტურად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ომმა დაზარალებულთა ცხოვრება შეცვალოს ამდენი ადამიანისთვის... და ეს არის დასამახსოვრებელი წარმოდგენა იმისა, თუ რას გააკეთებენ ადამიანები ან არ, პატრიოტული ერთგულების შესანარჩუნებლად, როდესაც არსებობს სიცოცხლე, რომელიც ბეწვზე ჰკიდია.

ჰო, აქ კიდევ ერთი ნიუანსია დამხმარე, სადნო სახელმწიფოს სახით. რატომღაც ბევრს ეგონა, რომ აშშ-ს გამოიყენებდნენ ფილმში ამ თვალსაზრიით, თუმცა იტალია გვაქვს მოცემული, როგორც ძლიერი იმუნიტეტის მქონე ქვეყანა, სადაც ზღვრის გადაკვეთა სომალის მოსახლეობას არ შეეძლო. (აქ კიდევ ჩრდილოელების ფაქტორიც იყო პოლიტკური მიზეზებისდა გამო) კიდევ ისიცაა აღსანიშნი, თუ როგორ იყენებდნენ ბავშვებს ამ სამოქალაქო ომის დროს. 10 წლის მოზარდები იარაღით ერთობიან, რაც მომავალში მათი ფისიკური გაუკუღმართობის ჩამოყალიბების პირველი ნიშანია და რატო უნდა გვიკვირდეს ამდენი კრიმინალ-მანიაკები მსოფლიოში.

და ბოლოს, მსხვერპლის გარეშე მაინც წარმოუდგენელია გმირობა. აქაც ზუსტად ის ადამიანი ეწირება ყველაფერს, ვინც თავიდანვე განწირული იყო სავარაუდოდ-ძალიან მომეწონა რეჟისორის ეს გადაწყვეტილება. ბევრი რამე ითქვა უთქმელად.

არ შემიძლია პერფორმანსებს არ შევეხო ცხადია... იდეალური და სრულყოფილი-სხვანაირად არ მგონია ვინმე ფიქრობდეს კიდეც თავისივე ემოციური მომენტებით. განსაკუთრებით ინსონს & გიუ ჰვანს გამოვყოფდი. ინსონზე რა ვთქვა, პირველ რიგში ძაან კაი ტიპის როლი აქვს, აი ძაან. თან თითქმის ყველა სცენაში ეწევა და აქ გულის შეტევებისთვისაც მოემზადეთ. დახვეწილი მიმიკები, შესრულება, ინტელექტი, ცოტა-ცოტა სარკასტული პიროვნულობაც, მაგრამ მაინც დიდი ჰუმანურობაა გაერთიანებული ამ პერსონაჟში. (ხომ იცით, რომ თუ დავიწყე ინსონზე საუბარი ვერ გავჩერდები, თანაც ვგიჟდები როგორ მაგრად ირჩევს ხოლმე პროექტებს) რაც შეეხება გიუ ჰვანს-უძალიანმაგრესი იყო, სასიამოვნოდ გამაოცა, კარგი ბიჭია. პერსონაჟიც კი ძალიან მაგარი და სამართლიანი. მომეწონა მისი და ინსონის, ინსონის და იუნ სოკის დუოები-მოყვრული & მტრული.
ერთი წინადადებით, ქამ ბექიც ასეთი უნდოდა!!!

მოკლედ ჩაუჯექით, უდიდესი სიამოვნება გელით წინ, მუსიკაც ზუსტადაა შერჩეული-ვნახოთ, გახდება თუ არა წლის ფილმი... დრო რომ გავა და სასტიკად დავაფასებთ, ეგ კი ზუსტად ვიცი და არა მარტო ჩვენ, პირველ რიგში კორეელები. 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია