unisub.ge
უსამართლო (The Unjust)




The Unjust (უსამართლო)

  • "ხანდახან საკუთარი თავი უფრო საშიში გეჩვენება, ვიდრე თავად მტერი".

2011 წელი (32nd) Blue Dragon Film Awards გამარჯვებული კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი.

(15th) Fantasia Film Festival
გამარჯვებული საუკეთესო სცენარი კატეგორიაში, ასევე საუკეთესო მსახიობები: ჰვან ჯუნ მინი & რიუ სუნ ბუმი.

ამათ გარდა 14 ფესტივალის, მათ შორის საერთაშორისო (ნიუ-იორკის, ლონდონის, ბერლინის, შანჰაის, ჰონგ-კონგის, იტალიის, საფრანგეთის) ლაურეატი.

იმდენი რეგალია აქვს ამ ფილმს, მეც კი გაოგნებული ვარ-თუმცა რა გასაკვირია, უმაგრესია ყველა გაგებით, თავისივე უბრწყინვალესი სამსახიობო დასით!
(ვეცდები ასეთი მასშტაბური კორეული ფილმები ხშირად შემოგთავაზოთ)
ფილმზე მუშაობდა 4 რეჟისორი და 1 სცენარისტი, მათ შორის ერთი ქალი-ისინი არიან ისეთი გენიალური ნამუშევრების ავტორიები, როგორებიცაა: New World, I Saw the Devil, Escape from Mogadishu, Smuggling, Veteran, The Berlin File, Asura: The City of Madness, The Tiger,  Man In Love,  Nameless Gangster: Rules of The Time, The Witch: Part 1. The Subversion და ა.შ.

2010 წელი, კორეის საზოგადოება შეშინებულია საზარელი სერიული მკვლელის შეუჩერებელი სერიით, რომელიც თავს ბავშვებს ესხმის. პოლიციის მთავარი მისიაც ამ მანიაკის დაჭერა გახდება, თუმცა ამაოდ, რის შედეგადაც ქვეყნის მთავრობის, კერძოდ პრეზიდენტის პირდაპირი ჩარევა მოხდება აღნიშნულ საქმეში. პოლიცია ყველა მხრიდან საშინელი ზეწოლის ქვეშაა, რის გამოც ისინი სავარაუდო დამნაშავეს მიზანში ამოიღებენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე, რაც თავისთავად სკანდალს ნიშნავს. ისინი გადაწყვეტენ ამ საქმის რაც შეიძლება მალე დახურვას, ამიტომ NPA (National Police Agency) სურს სასწრაფო წესით იპოვოს რეალური ბრალდებული და საბოლოოდ დაასრულოს ეს ქეისი.

საქმეს სათავეში უდგება ბინძური საქმეების მომგვარებლის სახელით განთქმული დეტექტივი ჩოი ჩოლ გი (ჰვან იუნ მინი), ის საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებაა კოლეგებში, თუმცა მიუხედავად ამდენ წლიანი სამუშაო გამოცდილებისა, არასდროს დაწინაურებულა, რადგან მას ოფიციალურად არ აქვს დამთავრები პოლიციის აკადემია. ამ შემთხვევაშ კი ქრთამის მსხვერპლი ხდება და დაწინაურების სანაცვლოდ, მას ევალება ამ საქმის რაც შეიძლება სწრაფად დახურვა და დასამარება. სკამისთვის ჩოლ გი თავისთან დაახლოებულ განგსტერ ჯან სუკ გუს (იუ ჰე ჯინ) სთხოვს დანაშაულის თავის თავზე აღებას და გარიგებაც შედგება.
პარალელურად პროკურორ ჯუ იანსაც (რიუ სუნ ბუმი) დაევალება ამ სერიული მკვლელის პოვნა, მას ზურგს უმაგრებს ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი კერძო ბიზნეს კომპანია. იმისთვის კი, რომ დეტექტივის გარიგება არ ჩაეშალოს, ფარულად ეცდება ამ ბიზნესმენის ჩაძირვას და დაპატიმრებას. ამასობაში კი პროკურორი დეტექტივის ბინძური შეთანხმების შესახებაც იგებს, რათა შური იძიოს მასზე.
ამ დროის განმავლობაში კი პირველი ბრალდებული, რომელიც ამ საქმეში დამნაშავედ მიიჩნეოდა და ამ ხნის მანძლზე საზოგადოების დასაწყნარებლად ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი, თავს იკლავს...

დამეთანხმებით ჩვეული ხელწერაა, რეალობის საპირწონედ. საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში მთავარი რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს სტრუქტურაზე სახელწოდებით-საზოგადოება, დიფრენცირებას მასსა და სახელმწიფოს შორის. თავად უმაღლესი საჯარო დაწესებულებების შიდა ფორმირებაზე, კორუფციასა და იქ არსებულ უსამართლობაზე, რომლებიც ჩვენთვის უცნობი და ყოველთვის დაფარულია. საკმაოდ ჭკვიანი სცენარით გამართული, ცინიკურ-ბოროტული მზერათა ერთობლიობაა, რაც თავისთავად მაყურებლისკენაა მომართული.
ეს არ არის სიუჟეტი, რომელიც ისე მიმდინარეობს, რომ მოქმედებები ერთმაენთს ერწყმის. პირიქით, თავიდანვე დაბნეულობას იწვევს და გაურკვევლობას აწყდები, თუმცა მთავარი კვანძი და ეს თავსატეხი, რაზეც მთლინად აგებულია ნამუშევარი, დრო და დროს მეტად სრულყოფილი ხდება.მოუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი სერული მკვლელის პოვნით არის შენიღბული, ეს მეორეარისხოვანია რეალურად, რადგან წინ სულ სხვა პრობლემების გამოკვეთა იწყება ნელ-ნელა.

ფილმი ძალიან გავს ჭადრაკს, რაციონალური თამაშია. ერთი შეცდომა და ქიში & შამათი იქნება სახეზე. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შესაძლოა ადამიანის ყველაზე ცუდმა თვისებებმა და ბუნებამ სწორედ მაშინ იჩინოს თავი, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. სიხარბე, ეგოისტობა, დიდების წყურვილი-ეს ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ისეთი ადამიანის, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. რეალურად საკუთარ წარმატებასა და ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებ. აქ დანარჩენი "უდანაშაულო" პერსონაჟები, რომლებიც ჩვენსავით ამ მოვლენებს შორიდან აკვირდებიან და მუდამ სიახლეების მოლოდინში არიან, პირდაპირ ასახავენ კორეის საზოგადოებას, ჩვეულებრივი ადამიანების ნაწილს. ამ დროს კი ხელისუფლება კვლავ თვალს უხვევს მათ ტყუილებით, გაიძვერობით, სიბილწით და სარდონიული გრიმასით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, სანამ ერთი მსხვერპლი არ მოჰყვება ტრადიციულად და აქაც ასეა. შენივე ცოდვისთვის პასუხს ისევ და ისევ შენ აგებ და ხდები გმირიდან ანტიგმირი.
მინდა ვთქვა, რომ ფილმი ყველა სეგმენტის მაყურებლისთვის არაა გათვლილი, მათ შორის არც ამ ჟანრის მოყვარულთათვისაც, თავისი მუღამი უნდა დაუჭირო და მაშინ მეტად ღრმად მოახდენ ფაბულის გააზრებას, რადგან ბევრისთვის მოსაწყენი და ცუდი ფილმიც შესაძლოა აღმოჩნდეს.

ჩემთვის თავად რეჟისორის, რიუ სუნვანის ინტერვიუ აღმოჩნდა საინტერესო და მინდა მოკლედ ისიც გაგიზიაროთ:
  • "ამ ფილმს მრვალგვარი მნიშვნლობა აქვს ჩემთვის. ეს პირველი ფილმია, რომლის სცენარი და გადაღება წინასწარ დაუგეგმავად მოხდა. 10 წლის მერე, რაც კინორეჟისორი ვარ, ეს ფილმი კიდევ სხვა მნიშვნელობისაა. ფილმი ასახავს სირთულეებს და კაპიტალისტურ საზოგადოებას. როგორც რეჟისორი ყველაზე ნაკლებად ვმონაწილეობს მსახიობების თამაშის პროცესში, მე ამ დროს მთლიანად მათზე ვარ დამოკიდებული, თუმცა ეს თავისთავად უნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ფილმის. მე ორი შესაძლებლობით ვირჩევ მსახიობებს: სამსახიობო შესაძლებლობები და კარგი ვიზუალი, თუმცა იდეალური ფიზიკური მონაცემები და 0 სამსახიობო-ასეთს არასდროს დავუშვებ. ასევე სწორი აღქმის უნარიც უმნიშვნელოვანესია არტისტისთვის. ეს მხოლოდ თამაში არ არის, არამედ გუნდური მუშაობა. მე თუ მათთან თვალებით კონტაქტი ვერ შევძელი, ასე ვერც მუშაობას განვაგრძობ. ჰვან იუნ მინს (როგორც ყოველთვის აქაც შეუდარებელია) შევთავაზე ფილმი 'Point Blank’-ის ყურება და იქ ლი მარვინის თამაშის სტილისთვის ყურადღების გამახვილება. მსახიობებმა უდიდესი წვილი შეიტანეს ამ ფილმის ასეთი დიდებისთვის, ეს იქნებიან მთავარი თუ მეორეხარისხოვანი არტისტები, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. ფილმი საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა მე ზუსტად ვიცოდი ის როგორ უნდა დამესრულებინა.
  • ამ ფილმს საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა პოლიტიკური კუთხით პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან ხალხი იფიქრებდა, რომ ეს ნამუშევარი პირდაპირ ირეკლავს დღევანდელ რეალობას. მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ ამან რაიმე ზეგავლენა მოახდინა ჩემზე ან/და ფილმი მსხვერპლის როლში აღმოჩნდა".

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 


რეგისტრაცია