unisub.ge
პირბადე (The Veil)




The Veil (პირბადე)

  • "ის, რომ მეხსიერება დაკარგე, არ ნიშნავს, რომ წარსულს ამოშლი. შენ შეიძლება დაივიწყო ის, მაგრამ წარსული არ დაგივიწყებს შენ"
მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უმაგრესი ნამუშევარი. არანაირი კლიშე და მოსალოდნელი განვითარება. აბსოლუტურად ორიგინალური კორეული სცენარი, განსხვავებული ფაბულა, მაგარი ქასთი, პერსონაჟები და შესრულება ცალსახად. მიუხედავად იმისა, რომ აგენტებზე უამრავი სერიალი მაქვს ნანახი, მეგონა ესეც რიგითი სუპერ სანახავი იქნებოდა, თუმცა შევცდი, ეს ბევრად მეტი და გაცილებით სააზროვნო დრამა აღმოჩნდა, სადღაც ფსიქოლოგიური ნიუანსებით გატენილი იდეალურად გაწერილი ინტელექტუალური ფაბულით. (მაგრამ რომ მკითხოთ, ამ ჟანრში მაინც ყოველთვის კლასიკას ავირჩევ)

სერიალს რთულად ასაწყობ პაზლს შევადარებდი. ყოველი სერია, რომ ძნელად პოულობ ხელჩასაჭიდს საბოლოო კვანძის გასახსნელად და მისაგნებად. ნელ-ნელა უამრავი თეორიის მსხვერპლი ხდება მაყურებელი. სულ 12 სერიაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 50-ს ვუყურე.
მთავარ როლში უზადო პროფი ნამგუნმინი გვევლინება, როგორც NIC-ის (ნაციონალური სადაზვერვო სამსახური) საუკეთესო აგენტი. არა ერთხელ მითქვამს და განვმეორდები, რომ ყოველთვის განსაკუთრებულად ვაფასებ მსახიობის ნებისმიერ მსხვერპლს როლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება წონის მომატება, დაკლება, თმის შეჭრა (თმაა გაიზრდება-არა!) თუ ა.შ. ამ შემთხვევაშიც სახეზე გვქვს უმაღლესი პროფესიონალიზმი ნამგუნმინისგან. იგი ამ როლისთვის რამდენიმე თვე იტენსიურად ემზადებოდა, რომ გამხდარიყო მასიური, დაკუნთული და ფაქტობრივად აბსოლუტურად შეიცვალა ფიზიკური აღნაგობა. რომ ნახოთ მანამდე და ახლა, ნახავთ რამხელა მსხვერპლი გაიღო მან ამ როლისთვის. რესპექტები ჩემგან მას.
სიუჟეტი თითქოს მარტივია, თუმცა სწორედ ამ სიმარტივეშია დამარხული ძაღლით თავი. საკმაოდ ჩამთრევია, რადგან მოსვენებას გაკარგვინებს, სანამ ბოლომდე არ გამოიცნობ რა ჯანდაბა ხდება საერთოდ!

მას და მის 2 კოლეგას ჩინეთში გაგზავნიან სერიოზული დავალების შესასრულებლად, თუმცა ამ მისიიდან გადის 1 წელი და ნამგუნმინის პერსონაჟ ჰან ჯი ჰიუკს კოლეგები პოულობენ სრულიად გაუბედურებულ მდომარეობაში. მას მეხსიერება აქვს დაკარგული და არაფერი ახსოვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 1 წლის წინ მოხდა, რამაც NIC თავდაყირა დააყენა და საფრთხეც შეუქმნა. ყველას აინტერესებს თუ რა მოხდა პირველ რიგში და ვინ დააყენა ისინი ასეთი რთული ამოცანის წინაშე. პირველ რიგში კი ამ ყველაფრით თავად ჯი ჰიუკი იტანჯება.
"ნუ იქცევი ურჩხულად მის დევნაში"

რომ დავახასიათოთ მისი პერსონაჟი, ასეთია: ცივი, უკარება, უხეში, სიტყვაძუნწი, უემოციო, უცნაური, ჩაფიქრებული და მუდამ სევდიანი. ნამგუნმა ყველა ეს ემოცია საოცრად მოიტანა მაყურებლამდე. მისი მრავა-ფერი მიმიკები, გაურკვეველი ქმედებები, სასოწარკვეთილი ჟესტები-ყველაფერი ზუსტად გათვლილი და გამოძერწილი ჰქონდა. თითქოს საწყისს სერიებში წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ამ გმირის სახეზე ცრემლები, თუმცა ისიც ხომ ადამიანია, ხომ არ არის რობოტი?! ადამიანი, რომელსაც არ მიუღია არავისგან სიყვარული, ერთგულება, ნდობა. ამიტომ იყო გულცივი და სასტიკი. თუმცა ამ გამოძიების ეტაპზე მის გვერდით ჩნდება იმედი კიმ ჯი ეუნის იუ იეჯის სახით. (ეს გოგო პირველად ვნახე და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი როლს, მოიხდინა კიდეც პერსონაჟი და კარგი პარტნიორობაც გაუწია ნამგუნმინს. ვინც არ იცით, ჯუნგის მომავალი მეწყვილეა. ვერ ვიტყვი, რომ ან გარეგნულად ან როგორც მსახიობი განსხვავებული და დასამახსოვრებელიათქო-საკმაოდ ჩვეულებრივია, მაგრამ მაინც აქვს რაღაც, რაც სასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებს მისი ყურებისას) ჭკვიანი, რაციონალური, სტრატეგოსი გოგო, რომელიც თავისი წარსულით იტანჯება და მარტო ჯი ჰიუკის დამხმარის ფუნქცია არ აქვს (არ ვიტყვი რა ხდება, რადგან მისი პიროვნება სადღაც შუაში იხსნება და სპოილერს ვერ დავწერ) მინდა ვთქვა, რომ უღირსეულესი პერსონაჟები არიან. გამოვყოფდი ბოლო სერიის სახურავის სცენას. იქ ჯე ჰიუკი იღებს ძალიან მაგარ და ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას, ვიტყოდილ რომ სიამაყის ფასადაც კი თმობს მის საწადელს, რისთვისაც აქამდე იბრძოდა და ცდილობდა გაერკვია. ამას კი სწორედ იეჯის გამო აკეთებს.
  • "-ამას რატომ აკეთებ ჯი ჰიუკ?
  • -რადგან იეჯი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ჩემი ირწმუნა"

ეს გრძნობა ჯი ჰიუკისთვის ყველაფერს ნიშნავდა... აქ გასახსენებელია საწყისი დიალოგი მათ შორის:
  • "-რატომ მენდობი მაშინ, როდესაც საკუთარი თავისაც კი არ გჯერა იეჯინ?
  • -რადგან ჩვენ კოლეგები ვართ"

არ გეგონოთ, რომ აქ სასიყვარულო ხაზია, არავითარ შემთხვევაში! ამას არ ელოდოთ. ჩემი ღრმა რწმენით, იეჯის ჰქონდა ჯიჰიუკის მიმართ გრძნობები, თუმცა საპასუხოდ ის ვერ მიიღო და არა ის, რომ ჯიჰიუკი ამას გაექცა... ბოლო ერთმა კადრმა საბოლოოდ დამარწმუნა ჩემს ეჭვებში, თუ ვინ უყვარდა სინამდვილეშ ჯიჰიუკს...
თუმცა მსახიობებმა და პერსონაჟებმა საკმაოდ დასამახსოვრებელი დუეტი შექმნეს.
  • "გინდა მოსინჯო თუ როგორია ბრძოლის ველი? ჭაობს გავს სისხლითა და ოფლით დაფარულს.იმისთვის კი, რომ მას თავი დააღწო, გამბედაობა გჭირდება. ასე შენს მიზანს მიაღწევ-ეს ყველაზე მნიშვნელოვანია!"

რეალურად რაზეც სერიალი დგას, ეს ორგანიზაციის შიდა სტრუქურა და მთელი რიგი მაქინაციებია. როგორ ეწირებიან რიგითი მომუშავეები, რომელთა მხრებზეც უმძიმესი ტვირთია, ზემდგომთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას. სამწუხაროდ, ისინი ადამიანებს, როგორც იარაღს ისე უყურებენ და აღიქვამენ. ისე გაწირავენ თვალს არ დაახამხამებენ. არ ფიქრობენ არ მარტო მათზე, არამედ მათ ოჯახებზე და არც იმაზე, რომ შესაძლოა ოდესღაც ეს ბუმერანგივით უკან მოუბრუნდეთ.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, არის წარწერა: "მივყვებით ჩვენი ჯერ კიდევ ხოტბაშეუსხმელი გმირების ნაბიჯებს. ჩვენ ვდგავართ ერთად ერის დასაცავად".

არ ვიცი რამდენმა შეამჩნიეთ შშმ პირი ამ სტრუქტურაში, თითქოს იშვიათად გაჰკრავს ხოლმე კამერა, მაგრამ მაინც აღსანიშნია ეს დეტალი.
საბრძოლო ექშენ სცენები, გადაღება, ნაცრისფერი ფერები-ყველაფერი მაღალ დონეზეა.
ჟანრში მართლაც ძლიერი ნამუშევარია, სადღაც ემოციურიც კი, განსაკუთრებით არ ველოდი ფინალს. ვფიქრობდი საბოლოოდ მოხდებოდა მთავარი პერსონაჟის ამ უმძმესი ტვირთისგან გათავისუფლება, თუმცა რეჟისორმა სულ სხვა კუთხით წაიყვანა განვითარება და რაღა დაგიმალოთ მომეწონა-განსხვავებული და გულის სიღმეში რეალურიც იყო.

ოსტებიც დამახასიათებელი და საოცარი აქვს.

ჩვენ საიდნაც მოვდივართ იმას ვერ ვთმობთ და ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებით-ეს ადამიანის ბუნებაა...
"ფაქტები შენს ტვინშია გაჭედილი... ისინი კომბინაციაა შენი მოგონებებისა და ემოციების. შენ შეიძლება მეხსიერება დაკარო, მაგრამ ემოციები კვლავ გახსოვდეს: ბრაზი, შურისძიება და მწუხარება... თუმცა არ გექნება წარმოდგენა თუ საიდან მოდის ეს ყოველივე. ემოციების ძალა გაცილებით ძლიერია მოგონებებისაზე. შენ შენი გონება უნდა გაათავისუფლო, რათა მოგონებები ემოციებმა არ შთანთქას".


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.


რეგისტრაცია