unisub.ge
ფულის თამაში (Money Game)




Money Game (ფულის თამაში)

  • "ორი ტიპის ადამიანი არსებობს ამქვეყნად: ისინი ვინც მართავენ და ისინი, ვინც იმართებიან".
გოლდა მეიერი, ისრაელის პრემიერ მინისტრი (1969-1974) ამბობდა: თუ გსურთ... ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ... ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ... შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ... ორი ნაბიჯი გადადგით: 1. კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად, ხოლო... კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე და 2. რაც მთავარია... იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ, რადგან... არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენს გარდა თქვენ, მხოლოდ... თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყანის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც... ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ... გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს.ეს გახლავთ უაღრესად საინტერესო, თამამად ვიტყვი, რომ გლობალური შედევრი, რომელიც ზედმეტად რეალისტური და დაუფარავი ერთი კარგი სახეში სილაა მსოფლიო პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით კი საქართველოს მაგალითზე. ვისაც გაინტერესებსთ ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი, პოლიტიკა და იურისპრუდენცია, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ისინი მთავრობაზე, სახელმწიფო მოხელეებზე ან პირიქით, სასწრაფოდ ჩაუჯექით! და არა მარტო, ეს ყველამ უნდა ნახოთ განურჩევლად, რადგან ვინც ჯერ კიდევ სიბრმავეში ცხოვრობთ, აუცილებლად აგეხილებათ თვალები, ნამდვილად სავალდებულო სანახავია! უინტელექტუალურესი, უკლასნესი, სრულიად განსაცვიფრებელი და ზედმეტად მაღალი IQ დრამა, რომელის ყურებისას ყველა ჩემი ძალისხმევა დავხარჯე და არც კი მეყო იმდენად დეტალების სერიალია, კარგად გასააზრებელი და დასაკვირვებელი!

  • "მონეტარული პოლიტიკა, ყოველგვარი პოლიტიკური გავლენის მიღმაა".
რას გამოიწვევას თუ ქვეყნის შიგნით აზრობრივი იდეოლოგია სახელმწიფო მმართველებს შორის დაქსაქსულია, ეკონომიკური ნგრევის პირას მყოფი ქვეყანა, რომლის გადარჩენის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა საკითხავია არის კი რომელიმე რელევანტური?! სახეზე გვაქვს ეროვნული ეკონომიკური კრიზისი, რის ფონზეც ამ სფეროში კომპეტენტურ წარმომადგენლებს შორის ფამილარული დაპირისპირება სუფევს საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. კარგად არის ადამიანის სიხარბე და გაუმაძღრობა ნელ-ნელა კვეთაში დორამის მსვლელბისას, თუ რისი ჩადენა და გაკეთება შეუძლია მას მიზნის მისაღწევად, დრო და დრო ფარდა ეხდება თუ როგორ ხდება ადამიანის ურჩხულად ქცევა და სრულიად გათვიცნობიერებულად არა სახელმწიფოზე, არამედ საკუთარი მდიდრულ ცხოვრებაზე ზრუნვა: "შენ ხალხს იყენებ, რომ სვა, ჭამო და კარგი ცხოვრება გქონდეს. ეს არის ის, რასაც საკანონმდებლო ორგანოს წევრი უნდა აკეთებდეს?! ეს ჩემი გზაა იმ ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, ვინც გენდოთ საკუთარი ხმებით. ამიტომ უკანასკნელად გთხოვთ, დიდხანს და კარგად იფიქრეთ, თუ რა წონას უჩვენებს თქვენი ემბლემა“ -ნამდვილად ნაცნობი სიტუაციაა, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიის დონეზე ვიცით, ხოლო პრაქტიკა ბოლომდე იდუმალია. მაგრამ რა არის პოლიტიკა ბიზნესის გარეშე და პირიქით, რომელიც ამ უკანასკნელის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობს, ბოლოს კი თავად ეხვევა პოლიტიკური ინტრიგების ქსელში და გაკოტრების ზღვარს ადგას. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ მაყურებელს რეალურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იციან ეკონომიკური პირობები და საკუთარი ინტუიციისა და ჯიუტად მტიცებითი იდეების ხარჯზე არ უშვებენ საწიააღმდეგოს, რომელიც შესაძლოა გადამრჩენელიც კი იყოს ქვეყნის ბევრ ღირებულ საკითხში. ისინი ნელ-ნელა თავიანთი გამდიდრების ხარჯზე მიწას უთხრიან სამშობლოს ეკონომიკას, რაზეც დგას ქვეყანა და მისი კოლაფსი ავტომატურად ნგრევის ტოლფასია, თუმცა ვინ შეიძლება ეს ყველაფერი შეაჩეროს?-ერთადერთი ალტერნატივა ახალი, თანამედროვე, საღად და რაციონალურად მოაზროვნე, ყოველგვარ ჩარჩოების მიღმა მსოფლმხედველი თაობაა, რომელიც სერიალში მსახიობ შიმ უნქიონის გმირით, ლი ჰეჯუნის სახითაა გადმოცემული.

"მე მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ხალხისთვის იმუშავებს“. ახალგაზრდა, პერსპექტიული ინდიგო სტუდენტი, რომელმაც ახლახანს დაამთავრა წარჩინებით ინსტიტუტი და მუშაობას იწყებს ეკონომიკის სამინისტროში. მისი ეკონომისტის კარიერის ოცნება ბავშვობასთან ასოცირდება ნანახით და განცდილი უსამართლობით, რაც ბიძგს აძლევს დაუღალავი შრომის და როგორც კი ის სისტემაში ხვდება, იწყებს კორუფციის წინააღმდეგ ღია/ფარულ ბრძოლას, სადაც ასევე ამჩნევენ თუ რაოდენ საშიშია ის იმ მაღალჩინოსებისთვის, რომლებთაც აქამდე იდეალურად მისდიოდათ საქმე..."ახალ თაობას შეუძლია მომავალი შეცვალოს, რადგან ისინი მამაცები, გამბედავები და რაც მთავარია თავისუფლები არიან!" თუმცა მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდი რისკია ასეთი განსხვავებული ახალგაზრდასთვის შეაბიჯო ბინძურ, გარყვნილ და თავზეხელაღებულ სამყაროში, ყოველგვარი თავდაცვითი ბერკეტების გარეშე და ყოველ წამს ელოდე საციცოცხლო განაჩენს (როცა აღარ დასჭირდები ან საშიში გახდები, მოგიშორებენ) ძალიან საინტერესო ფიგურაა ეს პერსონაჟი თითქოს პაიკი, ამ დროს კი ნამდვილი ლაზიერი გამოდგა. რადგან ძირითადი თემა ეკონომიკია და ფასიანი ქაღალდების ირგვლივ ვითარდება შიდა „ცივი ომის“ ხარჯზე, არც ისე გაკვრით, კი არადა პირდაპირაა სააშკარაოზე მსოფლიო 2 უდიდესი ქვეყნის კავშირი კორეასთან. ესენი გახლავთ ჩინეთი და აშშ: "როგორც აზიის ქვეყანა, რომლის მხარეს დაიჭერს კორეა ბრძოლაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის? სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს ვერ დაეხმარებიან" - ჩინეთის პასუხი კორეას. აი აქ უძალიანმაგრესი ნამიოკია ჩადებული მსოფლიო პოლიტიკური კუთხით და ფარული ომის თვალსაზრისით. მოდი დავფიქრდეთ და ვაღიაროთ ჩინეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს როლი, რომელიც გავლენით გაცილებით მაღლა დგას კორეასთან, ის უტოლდება და მალეც გადაუსწრებს აშშ-ს და მესამე გლობალურ ქვეყანას, ოკუპანტ რუსეთს... და არ გაინტერესებთ აქ კორეის პასუხიი? "მართალი ბრძანდებით, რეალურად ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ პირადად მე, სუბიექტურად თქვენს მხარეს ვარ". - რეალურად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, რადგან მიმდინარეობს გაქანებული სავაჭრო ომი ჩინეთა და აშშ-ს შორის, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა 21-ე საუკუნის აქ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა პირველობისთვის და ნებელობით ახდენს პირდაპირ თუ ირიბ გავლენას საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაზე, რაშიც მოყოლილია კორეაც და არა მარტო ვიწრო ჭრილში, არამედ ზოგადადაც, რაშიც ადამიანების უფლებების დარღვევაც მოიაზრება, თანაც კორეა აშკარა დახმარების მოლოდინშია აშშ-სგანაც და ერთგვარად 2 კურდღლის დაჭერის შთაბეჭდილებას ჰქმნის გაკოტრებისგან და ინფლაციის თავიდან ასაცილებლად, რომ არ გამეორდეს 1997 წლის კრიზიული შემთხვევა. ჩინეთის უარით გაწბილებული კორეა, კი რომელიც ზე-გენიის ი სუნმინის პერსონაჟ ჰო ჯეთი არის გადმოცემული, რომელიც ეკონომიკისა ფინანსების მომსახურების თავჯდომარეა, ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტის მქონე პირი, ვინც ცდილობს საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას მთელს სისტემაზე და ამის საპირისპიროდ არავის ჩამოცილებას გზაზე არ ერიდება. ეს არანორმალური ადამიანი უბრალოდ რა შესრულებას დებს, ამას სიტყვები ვერ აღწერს. ერთგავარად, როგორც მე დავინახე, აქ პერსონაჟები ქვეყნების სიმბოლოები არიან, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ საქმელს გადმოსცემენ. კარგად შიშვლდება თუ ვინ არი მარიონეტი (მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტიც) და ვინ დიქტატორი... ეს გმირი ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მთლიანი ეკონომიკის განადგურება-აქ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგან კონკრეტული პოლიტიკოსებიც გაგახსენდებოდათ, თუმცა არჩევანი თქვენთვის მომინდია.

  • "მთავრობას ორი არჩევანი აქვს: მას შეუძლია ან კომპანიები დასაჯოს ან ხელი გაუწოდოს მათ. ასეთი რთული დილემაა... მთავრობის ძალაუფლება შეზღუდულია მაშინ, როდესაც ძალაუფლება არ არის შეზღუდული ფულისგან".

იმის ფონზე, რომ არსებობენ კო სუს ჩე იჰუნისნაირი ადამიანებიც სისტემაში, რომლებიც სუფთა თამაშს ეწევიან და კანონიერი გზებით ცდილობენ კორეის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანაც იმის ფონზე, რომ ბიუროკრატია მამის გავლენასთან ასოცირდება, ადამიანთან, რომელიც N1 ეკომონისტი და ჯიუტი კონსერვატორი კაცია, მაინც ახერხებენ გავლენიდან გათავისუფლებას და კომუნისტური აზროვნებისგან გაქცევას თუნდაც დაპირისპირების ხარჯზეც: "ეკონომიკა საუკეთესო საგანია, რომლის შესწავლაც შეიძლება. ის ადამიანის ისტორიას გასწავლის და ადამიანის ისტორია ეკვივალენტურია სიხარბის ისტორიის. მამა, შენ მითხარი, რომ სიხარბე მესწავლა, რადგან ეს საბოლოოდ დამეხმარებოდა გამეგო კაცობრიობისთვის. ამიტომ, როგორც სახელმწიფო მოხელე, მინდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და მინდა ამ ყველაფერში შენნაირი ავტორიტეტის მქონედ ვიქცე. არა, შენზე უკეთესი მინდა ვიყო". ძალიან პირდაპირი მოთამაშეა, სიკეთის გზაზე მდგომი ადამიანი, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა მისი პოზიცია დამეჭირა, არა იმიტომ რომ არასწორი იყო, პირიქით, ყველაფერს სახელწიფო ეკონომიკის კეთილდრეობისთვის აკეთებდა, თუმცა ვილანების თამაშმა, ქარიზმამ და უბრალოდ ზეარაჩვეულებრივმა გარდასახვამ ისევ ანტაგონისტების მხრეს მაქცია. ჩემი გაოცება გამოიწვია ბიჭმა, რომელიც ქარიზმის უნახავს გაგხდით. ამერიკის სიმბოლო კორეელი ემიგრანტის სახით, ცინიზმის და სიკლასნის პრინცი, გულისწასვლამდე სიმპათიური იუ თოს იო ჯინჰანი. ეს რა ჩაატარა, სრული შოკი! მისი და ლი სუნმინის დუეტი კაცობრიობის მოვლენაა, სიკლასნის და სიძერსკის ევერესტი! საერთოდ არ მეყო, არანაირად არ მეყო! ამ ორი გმირის IQ-ების ჭიდილი ცალკე სიამოვნების პიკი იყო. ახლაც ნაპერწკლები მცვივა თვალებიდან გახსენებაზე! რა იქნება კორეული პროდუქტი თუ არა ის უდიდესი ემოცია, რასაც ყველფერში დებენ, ცხადია არც ეს დრამაა გამონაკლისი და მარტო მშრალი საყურებელი. ჩემს მიერ ნახსენები ქარიზმის, სექსუალურობის მწვერვალი ჯინჰანი. ბიჭი, რომელიც ბიოლოგიურად კორეელი იყო, მაგრამ ამერიკაში გაიზარდა საკმაოდ მძიმე წარსულით. დედამისის მეორე (ამერიკელი) ქმარი, აზარტული მოთამაშე და მოძალადე იყო. რა სისასტიკეა მისი პატარაობის ფლეშბექები, როდესაც უყურებს თუ როგორ სცემს მამინაცვალი დედას და მას ტირილის გარდა არაფერი შეუძლია, თუმცა სწორედ მაშინ დაიფიცა, რომ ძლევამოსილი და უმდიდრესი გახდებოდა. ყალიბდება საოცრად ამბიციურ, ამაყ და ფულზე გაგიჟებულ ადამიანად, მისი MOOD-ები და ცინიკურ-ირონიული ტონი თუ მიმიკები ჭკუიდან გადაგიყვანთ, აღარ შევჩერდები უდახვეწილეს ჩაცმის სტილზე. ყველაზე მაგარი პერსონაჟი სწორედ ის არის ჩემთვის, თუმცა ვერ ვთმობ ამავე დროს ლისუნმინის გმირსაც.

  • "-შენთვის ფული რას ნიშნავს?
  • -ის, რაც ჩემი მიღწევებით გამოიხატება ციფრებში.
  • -ფული... მარტო ციფრები არაა. ის ადამიანის შრომას და მძიმე სამუშაოსაც მოიცავს, მაგრამ შენ ეს ყველაფერი უგულებელჰყავი და ამიტომაც გამოიწვიე ბევრი რამის ნგრევა, ბოლოს კი შენს საკუთარ თავსაც გაანადგურებ.
  • -ფული მეტაფიზიკური არაა. ის მარტივია. ეს ადამიანების სურვილია, რომელსაც ისინი მარტივად პასუხობენ".

მიუხედავად იმისა, მზად იყო საკუთარი სამშობლო გაეყიდა, რადგან თითქოს გაუცხოების გრძნობა ჰქონდა და მის ნიღაბში მალავდა რეალურ ტკივილს, სულ აინტერესებდა სინამდვილეში ამერიკელი იყო თუ კორეელი, როგორ ხედავდნენ ამას სხვები... ძალიან განიცდიდა ამ ფაქტს და ყოველთვის უნდოდა ვინმესგან მოესმინა სიტყვები: „შენ კორეელი ხარ“. ბოლო სერიაში არის ძალიან მაგარი და საინტერესო სცენა, რომელმაც მთლიანად გადაასხვაფერა და შეცვალა მისი შავი ცხოვრება ფერადით, ულამაზესი მუსიკის და მომნუსხველი შესრულების ფონზე. ეს იყო ზარი, რომელიც მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეცოცხლა... აღსანიშნი ფაქტია, რომ 70% თითქმის სულ ინგლისურ ენაზე საუბრობს ძაან ტონკი აქცენტით. ერთი სიტყვით მომაჯადოვა!აქ ამერიკა მისი სახით თითქოს დახმარების გაწევას ცდილობს, ამ დროს კი მას იყენებს ძალაუფლებისთვის, თუმცა კორეას სხვა გზა არ აქვს ისევე, როგორც თუნდაც საქართველოს უარი თქვას არარსებულ პირობებზე, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში დაზარალდებიან, შეიძლება მოკვდნენ შიმშილით. ინფლაცია ინდუსტრიებს გაანადგურებს, თუ ეს გაგრძელდება და მასთან ერთად რეგიონული ეკონომიკაც დაცემას დაიწყებს, თუმცა ამის ფონზე მსხვილი კომპანიები გადარჩებიან, რაც მას მეთ ბერკეტსა და ძალას მისცემს სამართავად.
  • "ქვეყნის ეკონომიკის მართვა შეუძლებელია საზოგადოების მხრიდან თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიით, ასეთ შემთხვევაში, სისასტიკე იქნება მთავრობის ჩარევა".

ყველაზე მაგარი პარალელი რაც აქ შემიზლია გავავლო, ეს Wall Street-ია და მისი სავაჭრო ბირჟის არეალი. ვისაც სკორსეზეს ეს შედევრი ჩემსავით გიყვართ, სადაც გადმოცემულია ბროკერის გამდიდრების ისტორია ყველაფრის ფასად, ეს დრამა მის ემოციებს გაგიახლებთ მეტად მრავალმხრივი პასაჟებით!ისეთი ბრუტალური, უმარლესი კლასის უკლასნესი დრამაა, თავისივე ზედგამოჭრილი დონე ოსტებით რომ აღარაფერი ვთქვათ ქასთზე, შესრულებაზე, რეჟისურაზე, დრაივზე, მოვლენების ძალიან ჩამთრევ განვითარებაზე, ძალიან დასაკვირვებელ მონოლოგ/დიალოგებზე... ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა 16 საათიან ლექციას დავესწარი და უამრავი რამ შევისწავლე! სამართალი ვახსენე თავში და ამ ერთი ციტატით ყველაფერს ვიტყვი: "ბრალმდებლები დღევანდელ რეალობაში, არ მიჰყვებიან ყველა ჩემს ბრძანებას" -მთავარი პროკურორის სიტყვები. "მიჰყევი დინებას"-ეს ფრაზა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და შთაბეჭდილება მოახდინა. ხანდახან უბრალოდ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო და დროსთან ერთად ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება, მაგრამ ადამიანის გაუმაძღარი ბუნება ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭის წყურვილით სავსე, მოთმინების შესაძლებლობას არ გაძლევს, თუმცა ფული იმ ადამიანს ცვლის, ვინც სულით ღარიბია. მიუხედავად ასეთი რთული შინაარსისა, არც სასიყვარულო ფლირტი მოგაკლდებათ სამკუთხედის ხაზით, რაც გარკვეულ თავისებურ ელფერს სძენს დრამას."მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ფულს გამოიმუშავებს ცენტრალური ბანკი, რადგან საბოლოოდ ის მაინც მდიდრების ჯიბეში აღმოჩნდება და არა ღარიბების".

ისმის კითხვა: „ნამდვილად გაგამდიდრებს ბევრი შრომა?”-ერთი საშინლად გამაღიზიანებელი სცენაა, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეების პოზიცია კარგად ჩანს ჯიბეგასქელებული პოლიტიკოსების პარალელურად და ეს ხაზიც ძაან საინტერესოა ამ დორამაში. სადაც კაცი, რომელიც მთელი 24 საათი წელებზე ფეხს იდგავს, 3 სამსახურში მუშაობს, რომ თავისი ვალები დაფაროს, მაგრამ იმედი არ არის მაინც, მიჰყავს ნასვამი და ცხოვრების მიმართ უდარდელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სახლში ერთგვარად ერთჯერადი მძღოლის ფუნციას ასრულებს და ამ კითხვას უსვამს, სამაგიეროდ კი პასუხი ასეთია: ეტყობა საკმარისად არ შრომობ... ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა რა გასაკვირია, ეს ხომ დღევანდელი რეალობაა. (ამ სცენამ „პარაზიტიც“ მომაგონა) მაგრამ აქ გარდა სოციალური დიფერენციაციისა, მორალური თუ ადამიანური განსხვავებაცაა, როდესაც ვიწრო თვალსაწიერი გაქვს და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ხედავ, რადგან არ იცი შრომის და გარჯის ფასი, არ იცი ფულის ფასი, რომელიც აქ ასეთი მნიშვნელოვანი, ჩემთვის კი მხოლოდ არსებითია საციცოცხლოდ. ის უბრალოდ სამყაროს იარაღია გადარჩენისთვის. ამბიცია კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი არ ვარგა!

  • "არა კორუფციას!, არა არაკომპეტენტურ ხელისუფლებას! სამოქალაქო პირებსაც აქვთ სული! თქვენ არ შეგიძლიათ მათი გათავისუფლება პრობლემის წინ წამოსაწევად! ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას! ნება მოგვეცით რწმენის ბოლომდე შენარჩუნების! უთხარი არა კორუფციას! ხმა ამოიღეთ! ეს ადამიანებიც ქვეყნის თავსუფალი მოქალაქეები არიან! ომი გარდაუვალია, ის დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ გადარჩენაა მხოლოდ მიზანი".

ლობიზმი, ლობირება და კონგლომერატი- კარლ პოლანის „დიდი ტრანსფორმაციის“ მთავარი გავლენა!როგორ არ ვახსენო ეს ფაქტი, რაც თითქოს სიმბოლურად მალამოსავით მომედო გულზე და ჩემს ნაცვლად ყველა იმ „საღად მოაზროვნეს“ სახეში შეაფურთხა, ვინც თავიანთი ამპარტავნული და დაცინვითი ტონით, ვითომ „კაი ტიპობისთვის“ BTS-ის გაქილიკებითაა დაკავებული, როდესაც არაფერი არ იციან რეალურად. მეტაფორულად ამერიკა დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია კორეული კულტურის, განსაკუთრებით კი ამ ბიჭების შემოქმედების. მსოფლიოც კი აღიარებს და როგორ გგონიათ, ძალიან შემთხვევით იყო ეს მინიშნება გამოყენებული და ნათქვამი?!აბსურდული რეალობის აღბეჭდვა ეკრანებზე, ფულის თამაში ეკონომიკური კოლაფსის წინააღმდეგ, საზოგადოების როლი და მისი უკუგდება ხელისუფლების მხრიდან მაშინ, როდესაც მათ გაცილებით მეტი იციან და ხედავენ ვიდრე საჭიროა. საზოგადოება არის სუბიექტი, რომელმაც უკეთ იცის მათ გარემოში მომხდარი სოციალური დინამიკის შესახებ. თავმდაბალი საზოგადოება, რომელიც უპირისპირდება თავშიავარდნილ და ქედმაღალ სამთავრობო სისტემას. თუმცა აუცილებელია ძირეული ცვლილებებისთვის მაღალი თანამდებობა? კი, სამყარო ასე მარტივად არ შეიცვლება, ის უსამართლოა და გარდაქმნისთვის დიდი ეპოქა სჭირდება, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ყველას გვჯერა, რომ "ერთ დღესაც, გაზაფხული აუცილებლად მოვა..."

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.

რეგისტრაცია