unisub.ge
ჯირის მთა (Jirisan)




Jirisan (ჯირის მთა)

"იცი, ჯირის მთას მომთმენ მთას ეძახიან. ადამიანების უმეტესობა იქ თავისი ისტორიით ან უბრალოდ დასვენების გამო ადის. მათ სევდა და მწუხარება მუდამ თან სდევთ. მოჩვენებებიც სწორედ მათ ნაწილს წარმოადგნენ. თუ ვინმეს ძლიერს სურს, შეუძლია მოჩვენებად იქცეს. ჩვენ კი ჩვენი საქმე გვაქვს, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც მთაზე მოდიან. ძირითადად ადგილობრივი მოხსახლეობა, რომელთა მიმართ ვალდებულნი ვართ ნდობა აღვიდგინოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთავარ ამოცანად მაინც უკან უსაფრთხოდ დაბრუნება რჩება. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი. თუ შენ რამე მოგივა, მაშინ მეც შენთან ერთად ვიქნები, თუ შენ დაეცემი, მეც დავეცემი-ამიტომ სიფრთხილე გვმართებს".

დავასრულე ცოტა ხნის წინ და რადგან დაგპირდით, მოვედი რომ საბოლოოდ შევაჯამოთ. წელიწად ნახევრის წინ, როდესაც გადაღებები დაიწყო (ამდენი ხანი გრძელდებოდა, არ გაგიკვირდეთ) გავიგე, რომ ახალი დორამის გადაღება იგეგმებოდა და მაშინ მხოლო ჯიჰიუნი იყო როლზე დამტკიცებული. ამდენი ხანი გავიდა, ქასთიც შეივსო, თან რა შემადგენლობა და ინტერესიც იმაზე დიდი გამოიწვიეს, ვიდრე გვეგონა ალბათ. შესაბამისად ველოდებოდით უმაღლეს ხარისხს და ღირსეულ ნამუშევარს.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ საინტერესო სერიალია, განსხვავებული დატვირთვის და საბოლოო ჯამში კარგი იყო, მომეწონა. არ გადავირიე, მაგრამ ნახვად ღირს. ჩემთვის პირადად პირველი ნახევარი მეტად დაძაბული, დინამიუკური და ჩამთრევი აღმოჩნდა, ვიდრე მეორე. პირველი 8 სერია მუდმივი ქმედება იყო და მერე უკვე მხოლოდ მკვლელის დაჭერის ინსტიქტი ამოძრავებდათ, რამაც ცოტა დამღალა, თუმცა საბოლოო პროდუქტზე გავლენა მაინც არ მოუხდენია. აქვე დავამატებ მკვლელზე, რომ მართალია ვერ გამოვიცანი, მაგრამ არც შოკი ყოფილა ვინაობის გაგება, თანაც ცოტა მიფუჩეჩებული და შაბლონური სცენები ჰქონდა ბოლო სერიაში, მისი ეს ხაზი არ მომეწონა რაღა დაგიმალოთ-ცოტა სხვა რამეს ველოდი, დახვეწა სჭირდებოდა.
მთა ვისაც გიყვართ, თქვენთვის პეიზაჟების ყურება და მათით ტკბობა ცალკე კიდევ ერთი დიდი სიამოვნება იქნება-ჩემთვის ასე იყო მაგალითად. მთა ხომ ჰალუცინაციებს იწვევს ადამიანში.

ისტორია ვინც არ იცით შეეხება რეინჯერებს, რომლებიც აკონტროლებენ ჯირის მთის ტერიტორიას, თუმცა მოულოდნელად იწყება მკვლელობათა სერია, რასაც ყოველდღიურად არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ისინი კი იწყებენ მკვლელის დაჭერას და ადამიანების გადარჩენისთვის ბრძოლას. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ეჭვები ეჭვებზე ჩნდება და უკვე ერთმანეთსაც აღარ ენდობიან. ამ ამბავს კი წარსულის და აწმყოს კადრების მონაცვლეობით ვუყურებთ ჩვენც-შუალედი 2 წელია.

სერიალის მთავარი ღერძი ძირითადად ეს 7 რეინჯერია:

სო იგანი (ჯიჰიუნი)-გუნდის ლიდერი და მთის უბადლო მცოდნე, ყველაზე სწრაფი და ჭკვიანი. მეტსახელად „დემონი სო“. პერფექციონისტი, მუდამ სამუშაოზე ორიენტირებული, მკაცრი, შინაგანად ჩაკეტილი და მომთხოვნი პროფესიონალი-ყველა რომ უფრთხის ისეთი. ადამიანი, რომელიც მუდამ გაიძახოდა მთა მძულსო და ამ დროს ვერასდროს ტოვებდა მას. წარსულში უბედურმა შემთხვევამ, რამაც მშობლები იმსხვერპლა მის მომავალს მძიმე ფსიქოლოგიური დაღი დაასვა, იგი ბებიამ გაზარდა. ძალიან საყვარელი ურთიერთბა ჰქონდათ. ბებიის როლში ყველასათვის ძვირფასი ქალბატონი კიმ იონოკი გვევლინება. არ შემდგარი პირველი სიყვარული და ახლა უკვე მხოლოდ საკუთარი თავის ძიებაღა ჰქონდა დარჩენილი. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პიროვნულად ერთ ადგილას იყო გაჭედილი და ძვრა არ ჰქონდა, სანამ მის დამხმარედ არ მიიღეს ახალი რეინჯერი კან ჰიუნ ჯუ (ჯუ ჯიჰუნი) მას მერე იაგანი მხოლოდ მასთან და ნასვამ მდგომარეობაში იყო გულწრფელი. თითქო სწორი გზა აჩვენაო.

რაც შეეხება ჰიუნჯუს, ალბათ პიროვნულად იდეალური ადამიანის პროტოტიპია-მშვიდი, გაწონასწორებული, რაციონალური და ნაკლებ ემოციებს აყოლილი. თავისი ჭკუითა და გონებით ბევრი რამ გააკეთა, სწორედ მისი დამსახურებით აეხადა ფარდა ყველაფერს. ჯიჰუნიც არაჩვეულებრივია როლში, ძალიან მოიხდინა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობას როლი არ აძლევდა, აშკარაა ამ მცირე ნიუანსებშიც როგორი პროფია. რაც შეეხება წყვილურ ამბებს, მსგავსი არაფერია გაკვრითი ფლირტის გარდა და სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვერანაირი ქიმია ვერ ვიგრძენი მათ შორის. არადა რა უცნაურია თითქოს ყველაფერი ჰქონდათ ამისთვის.

ჯონ გუ იეონი (ო ჯუნსე), პაკ ილ ჰე (ჯო ჰან ჩული), ლი იან სუნი (ჯუ მინ კიუნი)-კიდევ 3 მთავარი რეინჯერი. განსაკუთრებით მიყვარს და საუკეთესო წყვილის სტატუსს ვაძლევს ჯუნსეს და მინ კიუნის უსაყვარლესს წყვილს, ამათი მომენტები მათბობდა და გულს მინათებდა ყოველ გამოჩენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ნათელი წერტილია მთელი დორამის.
 
მინსის ლი და ვონი-არ ვიცი რამდენი დაფიქრდით, თუ რატომ აიღო ეს როლი მინსიმ, როდესაც ფაქტობრივად მესამეხარიხოვანთა კატეგორიაში გადის. განსაკუთრებით მას მერე, რაც „მაისის ახალგაზრდობა“-მ ამეხელა ფურორი მოახდინა და ამომავალ ვარსკვლავად აქცია იგი. მე ვფიქრობ ჭკვიანი გოგოა და სწორი გათვლებით მიდის. ასეთი დონის ქასთთან თუნდაც მცირე დროით მუშაობა მისთვის დიდი გამოცდილება იქნებოდა, თანაც წინასწარ როგორიც არ უნდა გამოსულიყო, ეს სერიალის მაინც აქტუალური და დიდი ხნის განმავლობაშ განხილვადი იქნებოდა და იქნება-ამაში დარწმუნებული ვარ, გავლენას დიდი ძალა აქვს.

და ბოლო რეინჯერი, მათი მეთაური ლეგენდარული სუნ დონილის ჯო დე ჯინი-ჩემთვის საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ეს უკანასკნელი. მასზე არ მინდა ბევრის თქმა, რადგან ყურების დროს ბევრჯერ შეგეცვლებათ წარმოდგენა და ამ სიამოვნებას ვერ/არ მოგაკლებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ხაზი ამ 7-იდეულის ირგვლივ მიმდინარეობს, არაერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი და მათი ისტორიაც არ არის კადრს მიღმა დარჩენილი. თანაც თითოეული რაღაცას ჰყვება და გასწავლის თავისებურად. სიყვარულზე კი ვთქვით, რომ ნაკლები აქცენტია გეკეთებულიო, მაგრამ იდეაში ბევრასაც ამბობს ირიბად, თუმცა ნათლად, რომ სიყვარულსაც თავის დრო აქვს და სამუდამოდ არ დაგელოდება. ამას გარდა ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა ბუნებრივად ანდა თუნდაც ხელოვნურად ჩნდებოდეს ასეთ ადგილებში, სადაც შემდგომ ადამიანები თავის გადარჩენის მიზნით იბრძვიან, ემოციურად არის წარმოჩენილი, როდესაც ნებისმიერ დროს შესაძლოა შენს თვალწინ შენი საყვარელი ადამიანი დაიღუპოს და ამ შიშის განცდა მოსვენებას არ გაძლევს. ცალკე აღსანიში და დასაფასებელია მომუშავე პერსონალის (რეინჯერების) უანგარო თავგანწირვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათი ვალდებულებაა, თუმცა არასდროს იცი და არც დაზღვეული ხარ, რომ შესაძლოა იქედან ცოცხალი ვერც შენ გამოხვიდე. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანები არასდროს უნდა დავნებდეთ, ეს ერთი პატარა გოგოს სახით არის მოყვანილი. იმდენად უმნიშვნელო ხაზია და მაინც იმდენი თქვა, რომ ალბათ თავად სცენარისტიც კი ვერ წარმოიდგენდა.

მისტიკის ელემენტიც ზომიერად აქვს, არაფერი გადამეტებული და საზღვრებს გასული ფანტასტიკებში. ქასთი უკომენტაროდ და შესრულება თითოეულისგან უმაღლესი! ეტყობათ, რომ განურჩევლად ყველა ბოლომდე დაიხარჯა, როგორც ეკადრებოდათ. თანაც სამმაგი და ოთხმაგი დატვირთვის მუშაობდნენ. როგორც თავად თქვეს, იმაზე მეტად რთული და დამღლელი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. 

ჯიჰიუნნი საოცარია, დიდი შრომაც გაუწევია სეტზე. ამბობენ, რომ გადაღებების დროს არასდროს იღლებოდა და შემოქმედებითი ჯგუფის გამხიარულებასაც ცდილობდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღვთაებრივ სილამაზესთან ერთად უნიჭიერესია ნებისმიერ ჟანრში: კომედია, დრამა თუ ექშენი გინდა! ზოგადად არაჩვეულებრივი გარემო სუფევდა გადაღებების დროს, ვისაც #bts სცენები არ გინახავთ, არ გამოტოვოთ.

ლაფსუსები იყო, მეც მაქვს პრეტენზიები და რაღაცეები ვთქვი კიდეც, თუმცა არა ძალიან მნიშვნელოვანი.
ოსტებზე ლეგენდები დადის უკვე და რადგან ჯინის ოსტი და Destiny ყველამ ვიცით (ეს უკანასკნელი აკვდება რასაც ქვია) ამ დაუფასებელს შემოგთავაზებთ მე, ძალიან მაგარია.

"მთების ისევ გეშინია? ერთ დროს მთების მეც მეშინოდა, მაგრამ მთა უბრალოდ მთაა. ის ყველას აქვს საკუთარ გულში. ზოგი მთაზე საცხოვრებლად ადის, ზოგი კი სიკვდილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არაა, თუ რას ფიქრობენ მთაზე ასვლისას მოლაშქრეები, რადგან რეინჯერებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვევალება. თუ გული ამის გამო დამძიმებული გაქვს, ეს ტვირთი ახლავე მოიხსენი, რადგან გახსოვდეს, რომ მთა უბრალოდ მთაა".

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.

რეგისტრაცია