unisub.ge
მდუმარე ზღვა (The Silent  Sea)




The Silent Sea (მდუმარე ზღვა)

 
ახლახანს დავასრულე ეს სერიალი, რომელზედაც გავიძახდი არ ვნახავთქო, მაგრამ ჯუნის და უსონის (პროდიუსერის ამპლუაში) გამო მაინც ვეცვი ჯვარს და შოკში ვარ რანაირად გარისკა ამ სრულიად არასწორი გმირის თამაში გაგნებული ვარ. ის რომ არა, შემძულდებოდა მსახიობიც კი. ერთ ძაან კარგ კომენტარს გადავაწყდი, რომ Lee Moo Saeng-ის და ჯუნის პერსონაჟები უნდა გეცვალათო და აბსოლუტურად ვეთანხები. არ ვიცი, ეს ბიჭი გამაგიჟებს, აი რა უნდოდა. (თავად თქვა, რომ დაინტერესებული ვარ კოსმოსით და არ მქონდა მიზეზი უარი მეთქვაო) როგორ ვასწავლო თავის ფასი! შესრულებაზე რა ვთქვა, იდეალური როგორც ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედი იყო ჯუნის შესაძლებლობების. მის გამოჩენას ვუცდიდი მარტო, მაგრამ... ბულგასალიც ისევ მის გამო უნდა ვნახო და წინასწარ დიდი შიშები მაქვს, ნერვოზს ავიკიდებ ალბათ...

სამი სიტყვით-დიდად არ მომეწონა! იმედები ისედაც არ მქონდა, რომ აღვფრთოვანდებოდი და ამიტომ იმედგაცრუებულიც არ ვარ და სავარაუდოდ მე-2 სეზონიც უნდა ჰქონდეს, როგორც ყველა ნეთფლისქსის პროდუქტს.

ამბავი მოგვითხრობს თუ როგორ ემუქრება მომავალში პლანეტას წყლის და საკვების საგრძნობი შემცირება გაუდაბნოების გამო. ამიტომ შეკრებენ გუნდს, რომლებიც უნდა გაფრინდნენ მთვარეზე და მათი მთავარი მისია არის იპოვონ საიდუმლო ნიმუში მთვარეზე მიტოვებულ სადგურში. ეს უნდა მოხდეს 24 საათში და შემდგომ უკან დაბრუნდნენ, თუმცა ეკიპაჟის ჩასვლის დღიდან, მოულოდნელად იხოცება ყოველ დღე თითო მათგანი. ისინი იწამლებიან წყლის ინფექციით სახელად „მთვარის წყალი“ და ამას გარდა, იმ სადგურში მისტიკური არსებაც ცხოვრობს...

სერიალის ფაბულა დაფუძნებულია ამავე რეჟისორის მიერ 2014 წელს გადაღებულ ფილმზე „The Sea of Tranquility“ (რეჟისორს ამის მეტი არაფერი აქვს შექმნილი)

იდეა გასაგებია, როგორც ყველა სერიალში, სადაც ცდილობენ წინ წამოწიონ ასეთი თემები, რომლებიც შესაძლოა ხაზს უსვამს ადამიანის ცნობიერების მრავალ ასპექტს, მაგრამ მარტო ეს ხო არაა. კი არის დინამიკური და მისტიკურიც, მაგრამ არ სიამოვნებას ვერ იღებ...

ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს დედამიწის გარდა სხვაგანაც შესაძლებელია ცხოვრება და არსებობს ამის პერსპექტივა, თუმცა საინტერესოა ამ შემთხვეავში წყალი რისი სიმბოლოა. უნდა აღვიქვათ ის მეცნიერული და ქიმიური თვალსაზრისით თუ უბრალოდ მეტაფორული დატვირთვა მივანიჭოთ. შესაძლებელია თუ არა მთვარეზე მცენარეების მოშენება და გამრავლება. მუტაცია და ისეთი გენური დნმ-ის შექმნა, რომ ადამიანს თავისუფლად შეეძლოს არსებობა. 

როგორც ჩანს მეცნიერები მუშაობენ ამ საკითხზე და საინტერესოა იარსებებს თუ არა მომავალში რეალური პრეცედენტი ან/და პირველი ვინ დატესტავს ამას. თუმცა მარტო ეს არაა, ამ ყველაფრის უკან ბევრი ამოუცნობი და იდუმალი საიდუმლო იმალება. საინტერესოა ასტროლოგის შეხედულება და დაკვირვება, რაც აქაც არის უცნაურად გადმოცემული, თითქოს ბოლომდე არ ხსნიან კარტებს.

წინასწარმეტყველებით შესაძლოა 2030 წლისთვის გაუწყლოების საფრთხის ქვეშ დადგეს ჩვენი პლანეტა-„წყალი არის სიცოცხლე“. ამ ლოზუნგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

ერთმა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ ნუთუ შეიძლება სისხლი წყალმა ჩაანაცვლოს თუ სიცოცხლე გაჩნდება სხვა პლანეტაზე. როგორც ვიცით, ჩვენი ორგანიზმის 70% წყალია, დღიურად გვჭირდება გარკვეული რაოდენობის სითხის მიღება, რომ შინაგანი გაუწყლობა და გამოშრობა არ დაგვემართოს. შესაბამისად, თითქოს ისეა მოყვანილი ისტორია, რომ წყალი შთანთქავს სისხლს. სადღაც თევზად ქვცევის პერსპექტივით.

ეს ყველაფერი შორეული მომავალია, თუმცა ამ დროიდან გვიქმნიან უკვე ფიქრის ილუზიას და რამდენად კარგი ან/და სწორია არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ისედაც გამუდმებულ შიშში ვცხოვრობთ და ეს ცოტა მეზედმეტება. ყველაფერს დრო მოიტანს.

ქასთი ძალიან მაგარია, შესრულებაც მშვენიერი თუმცა არა რაიმე განსაკუთრებით გასაგიჟებელი. შეიძლება ითქვას, რომ გონიოს ყველაზე მტად გაუმართლა, რადგან ჰქმნის გმირ პერსონაჟს, ღირსეულ კაპიტანს და სადღაც არმაგედონიც კი გამახსენა ფინალმა. თუმცა იმდენად უცნაურად მთავრდება, ზუსტად ვერაფერს იტყვი მაინც.

მოკლედ, ვისაც ეს თემატიკა გიტაცებთ და დაინტერესებული ხართ მეცნიერული თუ დილეტანტური მიდგომით, ნახეთ-შეიძლება ისეთი რაღაცეები აღმოაჩინოთ, რამაც თქვენში დიდი ინტერესი აღძრას.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია