unisub.ge
წითელი სახელოს მანჟეტი (The Red Sleeve Cuff)




The Red Sleeve Cuff (წითელი სახელოს მანჟეტი)

  • "მაინტერესებს რა გრძნობაა ვინმეს გულით შეყვარება. ყინული ცივია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩემი გული. მეფე ყველაფერზე პასუხისმგებელი პირია. აქამდე ყველაფერი არასწორად იმართებოდა, პირქვე უნდა დავმხობილიყავი და დამედანაშაულებინე. სამყარო მარტივი და უბრალო იყო. ახლა კი ჩემი ზეცა აირია და გაუჩინარდა. ეს ახალი ბედისწერაა... სულისშემძვრელი, საშიში და შემზარავი. თუმცა მე არასდროს დავიმალები და გავიქცევი. ამიერიდან ყველაფერს თავად გავაკონტროლებ. როდესაც სიკვდილი მემუქრებოდა, ერთადერთი ადამიანი მახსენდებოდა. მე სასოწარკვეთილი ვლოცულობდი მისი სახე უკანასკნელად მენახა. ეს შენ იყავი, დოგიმა... მე შენ მიყვარხარ და არაუშავს შენ თუ იმავეს არ გრძნობ ჩემს მიმართ. არ მადარდებს რა გრძნობა გაკავშირებს ჩემთან... ერთგულება თუ სიყვარული. ამიტომ უბრალოდ ჩემს გვერდით დარჩი..."

სერიალი დაფუძნებული კორეელი მწერლის, კან მი კანის ამავე სახელწოდების 2017 წლის ნოველაზე “The Red Sleeve Cuff/წითელი სახელოს მანჟეტი“, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. წერის დროს ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც არა მარტო ამ წელს, არამედ ზოგადადაც მინახავს. არ ვიცი უბრალოდ ემოციურად ისე ახლოს მოვიდა გულთან, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

დავიწყებ იმით, რომ სულ რაღაც 5 დღის წინ დასრულდა ტრანსლირება და დორამამ გაიმარჯვა საუკეთესო სერიალის, საუკეთესო სცენარის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/ქალი/წყვილის ნომინაციებში. ცალკე მეორეხარისხოვანმა მსახიობებმა თავიანთი როლებისთვის და სრულიად დამსახურებულად (ყველაფერი დევს ჯგუფში) დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ წინ აქვს ამ ნამუშევარს/არტისტებს აურაცხელი ჯილდოები! დრამამ კორეაში მოხსნა ყველანაირი რეიტინგი, გახდა ყველაზე ყურებადი პროდუქტი არხ MBC-ის ისტორიაში, რაზედაც პროდაქშენის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარულია ასეთი შედეგით. მან მადლობა გადაუხადა მის შექმნელებს ასეთი დიდებული ნამუშევრისთვის.

როგორც უკვე ავღნიშნე სცენარისტიც და რეჟისორიც ქალბატონები არიან. მთავარ (მეორეხარისხოვან) როლებში ნიჭის ზეიმი ადამიანები: ლი ჯუნ ჰო და ლი სეიონი. სწორედ მათი ასეთი ფენომენალური შესრულების დამსახურებაა ამ სერიალის ასეთი წარმატება-ეს იყო სუპერ, უმაღლესი კლასი!
ბრავო! ბრავო! ბრავო!-ყველას!

ჯუნჰოსთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნების მერე პირველი როლი იყო და როგორც თავად ამბობს, სცენარმა იმდენად იმოქმედა, ბევრი არც უფიქრია, თანაც სე იონი უკვე ქასთში იყო. თუმცა გეტყვით რომ თავიდან როლზე ჯუნჰოს ნაცვლად კიმ კიუნნამი, ხოლო სეიონის მაგივრად პაკ ჰესუ იყვნენ დამტკიცებულები, რომლებმაც უარი თქვეს (რას გადავრჩით თუ ხვდებით, აბსოლუტურად დაკარგავდა ხილბს ყველა ასპექტში. კიუნნამი კი მომწონს, მაგრამ ნამეტანი პროვინციელია, მით უმეტეს მეფის როლისთვის).

წყვილს აქვს საოცარი ქიმია და ჰარმონია ერთმანეთში კადრში თუ მის მიღმა. სეიონი: „მე და ჩემმა პარტნიორმა ჯუნჰომ განვავითარეთ ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთის ტკივილის და ჩვენი პერსონაჟების ემოციების მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ჩახედვით გვესმის“-ზუსტად ასე იყო, მათი თვალები და მზერა მეტყველებდა სიტყვების ნაცვლად.

თავად ისტორია მიმდინარეობს XVII ს-ის შუა პერიოდიდან და დახლოებით 40 წლიან ეპოქას მოგვითხრობს. ეს სწორედ ის დროა, სათავეში ჩოსონის მეფე იონჯო რომ დგას. ლეგენდარული სადოს მამა და ი სანის ბაბუა. მოგეხსენებათ სადოზე არაერთი ნამუშევარია გადაღებული და მასზე მუდამ განსხვავებული მოსაზრებები გვაქს წაკითხული თუ მოსმენილი, თუმცა ფაქტია, რომ მან უდიდესი და უკვდავი სახელი დატოვა კორეის ისტორიაში. აქ სწორედ უარყოფითი ფორმით არის მისი სახე გამოძერწილი მამისთვის, რომელიც არასდროს იყო თავისი შვილით კმაყოფილია და არ სურდა მისი შვილიშვილიც მამას დამსგავსებიდა. „ცოდვილი შვილი მეფე ვერ იქნება!“ ი სანი კი ყოველთვის ამაყობდა მამით და არასდროს დაუშვია მის თვალწინ ვინმეს მითვის მოღალატის თუ ცუდი ადამიანის იარლიყი მიეკერებინა. ი სანი უღირსეულესი მეფე იყო, ძალიან სამართლიანი, სწავლული, ნაკითხი და ჭკვიანი. ჯუნჰო ფენომენალურად ძერწავს ამ პერსონაჟს, სულით-ხორცამდე ემოციურად და ღრმად, ზუსტად ისე, მე რომ მიყვარს.

აქ უნდა ნახოთ ბაბუა-შვილიშვილის სულისშემძვრელი და უძლიერესი სცენები. დოკ ჰვა და ჯუნჰო მასტერკლასებს ატარებენ! დაუვიწყარი დატირების სცენებით-ეს ხაზი არა ნაკლები იყო, მთავარ ამბავთან შედარებით. აუცილებლად გადავავლებ ხოლმე შიგადაშიგ თვალს სისხლის ასადუღებლად!

  • "-მეფეც ადამიანია, მას გვერდით სჭირდება ქალი, რომელიც ეყვარება და ხელის გულზე ატარებს, რადგან სხვა შემთხვევაში ამდენ ზეწოლას ვერ გაუძლებ. მას მერე, რაც მეფე გახდები, კარგი ქალი იპოვე ისვე, როგორც მე, ბაბუაშენმა ბებიაშენი-არაჩვეულებრივი ქალი.
  • -ბაბუა, მე შენნაირი არ ვიქნები... ბოლომდე დავიცავ მათ, ვინც მეყვარება... რადაც არ უნდა დამიჯდეს".

ვინაიდან სერიალი ნოველაზეა დაფუძნებული, ძირითადი ხაზი სწორედ ისტორიული რომანია. ეს არის ულამაზესი, მარადიული, თუმცა მაინც შეუძლებელი და ტრაგიკული სიყვარულის ამბავი მეფისა და მისი სასახლის მსახურის, რომლის ნახვა მარტო საკმარისი არ არის, ეს უნდა იგრძნო!
ორი უძლიერესი და ძალიან ღირსეული პიროვნების სიყვარული, რომელთაც მიუხედავად ამდენი დაბრკოლებისა და იმისა, რომ იცოდნენ სრულყფილი ბედნიერება არ ელოდათ, მაინც ერთად ყოფნა არჩიეს.

აღფრთოვანებული ვრჩებოდი ყოველ ჯერზე დოგიმის უძლიერესი ქალის ხატით. უდრეკი სიამაყოთ, გაბედულობით, პირდაპირობითა და გულწრფელობით. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე უყვარდა თავისი მეფე, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი და ცალკე, როგორც მამაკაცი, ამას მას არასდროს ანახებდა, რადგან იცოდა, რომ ძალიან ეტკინებოდა. იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ერთად ვერ იქნებოდნენ. აქ მისი რაციონალურობა სჭარბობდა მეფის ჰორმონებს და ეგოიზმს. უნდოდა ყოველ ჯერზე როცა კი მეფე ოჯახის შექმნას სთავაზობდა (ცხადია ფორმალური და უაკონო ცოლის სტატუსით) დათანხმება, თუმცა ამას არასდროს აკეთებდა:
"-რა არის მიზეზი, რის გამოც უარს ამბობ ჩემთან ყოფნაზე?
-ყველაფერი, რაც მაქვს გაქრება. ადამიანები ერთნაირები არიან. თუ მათ ყველაფერს მისცემ, მათაც ყველაფრის მიღება მოუნდებათ უკან, მაგრამ თქვენ ისეთი პიროვნება ხართ (გულისხმობს მეფის ტიტულს) ამას ვერ იზამთ. თქვენს ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი ქალის არსებობა არაფერს შეცვლის, თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერს გადაასხვაფერებს. მე ვერასდროს შევძლებ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე. მე მეშინია, მეშინია საკუთარი თავის დაკარგვის".


და მიუხედავად ამისა, მაინ მაინც სიყვარული არჩია. ეს მის თითოეულ საქციელსა თუ ქმედებაში გამოიხატებოდა უთქმელად. უნდა ნახოთ როგორია ამ პერსონაჟიც ცვლილება დრო და დრო... რად იქცა სიცოცხლით სავსე, ჭკვიანი, ნათელი, თვალებმოციმციმე, ოცნებებით სავსე უშიშარი გოგონა, რა ზომამდე და მდგომარეობამდე მიიყვანა შეუძლებელმა სიყვარულმა. ეს იყო ქალი, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას ლომის წვლილი შეიტანა ლი სანის ხსნასა და მეფობაში. ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, რომელიც შეძლებდა ბოდიშის თუ არა მადლობის თქმას მაინც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, დოგიმმა ეს შეძლო...
  • "-მას შემდეგ რაც შეგხვდი, ყოველთვის ვიღიმი. ჩემს გვერდით რომ იყო, ყველაფერი ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის. მადლობა ჩემი სიცოხლის მუდმივად გადარჩენისთვის. მაშინაც კი, როდესაც ეს არ ვიცოდი, შენ მე მიცავდი.
  • -ჩემი, როგორც თქვენი ერთგული მსახურის ერთადერთი საზრუნავი თქვენი დაცვაა. ყოველთვის შეგიძლიათ ჩემს ზურგს უკან დაიმალოთ. მე მუდამ თქვენს გვედით ვიქნები" -და მან ეს პირობა ბოლომდე და პირნათლად შეასრულა.

ი სანისთვის კი მეფობა სიყვარულის ხარჯზე იმაზე დიდი ტვირთი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ელოდა და დოგიმისგან განსხვავებით, იგი ამას თავიდან ბოლომდე ვერ აანალიზებდა. ემოციებს აყოლილი იყო და ვერ ხვდებოდა რამდენად დიდი ტანჯვა იყო დოგიმისთვის მისი უკანონო ცოლობა, როდესაც დღეები და კვირები ელოდა, როდის მივიდოდა, როგორც საყვარელი მამაკაცი და არა მეფე მასთან.
  • "ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნებოდა მე რომ სასახლის მსახური, თქვენ კი მეფე არ ყოფილიყავით და გვეცხოვრა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს" -რამხელა ფილოსოფია და ტკივილი ამ სიტყვებში ჩაქსოვილი...

ულამაზესი სცენები და მომენტები აქვთ ერთად. ისე მშვენიერი და მხატვრულია ამ ყველაფრის გადმოცემა, თვალს ვერ მოწყვეტს ფერებს, ესთეტიკას, გარემოსა და ლოკაციებს. ძალიან ღრმად გაითავისეს თავიანთი გმირები და საბოლოოდ შეჰქმნეს ერთი მთლიანობა.
აღსანიშნი არიან მათი პატარაობის შემსრულებლები. ჯერ ასეთი იდეალური მსგავსება და უკარგესი თამაში, გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
  • "მე მინდა გვერდით მყავდე არა როგორც სასახლის კარის ქალბატონი, არამედ როგორც ქალი. შენი ერთადერთი ცხოვრება მე მეკუთვნის. ჩემს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ყველაფერი. შენ მე მეკუთვნი, ჩემი ადამიანი ხარ. არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს მხოლოდ მე ვწყვეტ.
  • თუ არ გიყვარვარ, შენ მაინც ჩემი ხარ, მაგრამ თუ წასვლა გინდა, მე გაგიშვებ. თუმცა ერთმანეთს აღარასდროს შევხვდებით. შეძლებ ჩემს გარეშე ცხოვრებას? მე შენ ბევრჯერ დაგკარგე. ყოველ ჯერზე გული მეწვოდა, მაგრამ არაფრის თქმა შემეძლო. ახლა ამას აღარ ვიზამ, აღარ დაგკარგავ. ჩვენ ახლა ბედნიერები ვართ, სხვა დროს კი მწუხარება გვიპყრობს. ნუთუ ეს ყველაფერი-სიყვარულია?
  • არ მაინტერესებს წარსულია თუ სიზმარი. არ მანაღვლებს სიკვდილიც კი, სანამ შენთან ერთად ვარ. ნეტავ ეს მომენტი სამუდამოდ გარძელდებოდეს, ნეტავ მარადისობად იქცეს..."

ამათ შემხედვარე გულის ამოვარდნები, პეპლები მუცელში და თვალებში ნაპერწკლები გარანტირებული გაქვთ. იცით რომელია ჩემი საყვარელი სცენა? სულ, სულ პირველად ი სანი რომ აანალიზებს დოკიმის მიმართ სიყვარულს, თვალს ვერ წყვეტს მას და დოგიმი ფანჯრიდან უყურებს წვიმას-ულამაზესი და მომნუსხველი მომენტია...
ეს კი ჩემი საყვარელი სიტყვები, რომელსაც სანი ხშირად უმეორებდა დოგიმს:
  • "ტირილი შეწყვიტე, რადგან როდესაც შენს ცრემლებს ვხედავ, უძლური ვხდები. ყველაფერს გავუძლებ ამ ქვეყნად, შენი ცრემლების დანახვის გარდა. გთხოვ, ასეთ მეფედ ნუ მაქცევ. მხოლოდ ჩემთვის იტირე, მხოლოდ ჩემს წინაშე უნდა ღვრიდე ცრემლებს. როდესაც ვერ გხედავ და არ ვიცი რას აკეთებ, გახსოვდეს, რომ მარტო არასდროს იტირო".

რა თქმა უნდა, რა იქნება ისტორიული სერიალი სამეფო კარის ინტრიგების გარეშე, როდესაც ბრძოლა მიმდინარეობს ტახტისთვის, ძალაუფლებისა და პირველობისთვის ათასგვარი მზაკვრობისა და დაბრკოლების ფონზე.

ორი დედოფალი: ჯან ჰი ჯინის დედოფალი ჯუნსუნი, რომელიც იცით როგორი ქალი იყო? როგორც იტყვიან „არც შამფურს წვავს და არც მწვადსო“. საბოლოოდ ამ პერსონაჟის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი დავრჩი, როგორც თავიდანვე ვიყავი. თუმცა ჰი ჯინი ულამაზესია და ძალიან მოუხდა ეს როლი. რაც შეეხება სო ჰიო რიმის პრინცესა ჰვავანს, ი სანის მამიდას, სწორედ ის იყო მთავარი ინტრიგების მხლართველი, თუმცა იმდენად სუსტი აღმოჩნდა თავის მახეში თავად გაება და ერთადეთი ადამიანი, ვინც გულით უყვარდა, ისიც თავად შეიწირა.

იგივე გზას დაადგა სასახლის მსახურების უფროსი ქალბატონი ჯო-ცხოვრებით გაბოროტებული ქალი, რომელმაც თავის დროზე მეფის სიყვარული ვერ მიიღო და ამის ფონზე ფარულად ცდილობდა შურის ძებას. მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ უაროფით პერსონაჟში ჩემი მთავარი ყურადრება მაინც კან ჰუნის ჰონ დოკ რომ მიიქცია, ძალიან მოეწონა მისი შესრულება! ეს იყო ადამიანი, რომელიც როგორც სანი ეუბნებოდა, მისი ერთადერთი მეგობარი იყო ბავშვობიდან, რომელიც არასწორ გზას დაადგა. პატარაობიდანვე ეტყობოდა ამბიციები, შური და თვალთმაქცური დამოკიდებულება სანის მიმართ. სადღაც გულის სიღმეში მჯერა, რომ მას მაინც უყვარდა სანი, როგორც ასევე მისი ერთადერთი მეგობარი, თუმცა უარყოფითი იმდენად წონიდა დადებითს, ბოლომდე გაუტეხელი დარჩა. ძალიან საინტერესო და მრავალწახნაგოვანი პერსონაჟია, ერთ-ერთი ფავორიტი და დასამახსოვრებელი. მრავალი მხრიან რომ შეიძლება შეხედვა, გარჩევა და კარგის თუ ცუდის პოვნა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სერიალი საკმაოდ მძმე, სევდიანი, მგრძნობიარე და ემოციურია სერიიდან სერიამდე, თუმცა თავში არც უსაყვარლესი და საკმაოდ დახვეწილი იუმორიც არ დაგაკლდებათ. პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ და ვერც წარმოედგინათ მთავარ გმირებს თუ სადამდე მისვლა მოუწევდათ. ძალიან იხალისებთ არა მარტო წყვილის, არამედ ი სანისა და მისი მსახურ(ებ)ის დუეტით, სხვა ნათელი და უკარგესი პერსონაჟებით, რომლებიც მძიმე ყოფას შეგიმსუბუქებენ.

არაჩვეულებრივად არის დახატული ერთგული მეგობრობის და დედობის ინსტიტუტი-ერთმანეთზე ზრუნვა, დარდი ნერვიულობა. სამეფო კარის ეტიკეტი, აკრძალვები და ამის შესაბამისი სასჯელიც, რომელის შეცვლად არავის შეეძლო.

სამწუხაროდ, ი სანსაც და დოგიმსაც ბავშვობიდან მძიმე და რთული ცხოვრება ჰქონდათ. იყვნენ მათ ცხოვრებაში ცუდი და კარგი ადამიანებიც, თუმცა შვებას და იმ ერთადერთ სინათლეს მხოლოდ ერთმანეთში პოულობდნენ. ვერც ერთმა შეძლო უარის თქმა სიყვარულზე, რომელმაც ბოლოს თავად შთანთქა ორივე.
  • "-რატომ მე?
  • -რას გულისხმობ?
  • -უამრავი ქალია ამ სამყაროში. ბევრი დიდგვაროვანთა ოჯახიდან, რომლებიც სათანადოდ განათლებულებიც არიან, კარგი წარმომავლობა აქვთ. მათ ყველაფერი აქვთ და რატომ მაინც და მაინც მე?
  • -იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ შეუძლია შენნაირი იყოს. არავინ არ მჭირდება შენს გარდა.
  • -სხვა სამყაროში, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, უბრალოდ გვერდი გამიარე ისე, თითქოს არც კი ვიცნობთ ერთმანეთს..."
ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია