unisub.ge

BTS - Black Swan

BTS - Black Swan

გამოშვების წელი: 2020

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: ქეი-პოპ სიმღერები,მუსიკალური

როლებში: კიმ ნამჯუნი, კიმ სოკჯინი, მინ იუნგი, ჯონ ჰოსოკი, პაკ ჯიმინი, კიმ თეჰიონი, ჯონ ჯონგუკი


აღწერა:

"Do your thang with me now... What's my thang tell me now" - მიუხედავად იმისა, რომ "შავ გედს" შფოთვისა და სასოწარკვეთილების დატვირთვა აქვს, სტრიქონი განსხვავებულ შუქს ჰფენს ტერმინს. აქ ბითიესი "არმის" (თავის აუდიტორიას) მოუწოდებს რომ უგულებელყოს ყოველგვარი შიში.  არ ეცადონ რომ გამოირჩეოდნენ და მაინცდამაინც განსხვავებულები იყვნენ. უბრალოდ მათ უნდა მიიღონ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც არიან.

2016 წელს შუგამ სოლო ტრეკი გამოუშვა, სახელად "First Love", რომელშიც აცხადებს რომ მისი პირველი სიყვარული ფორტეპიანოა. ის სიმღერაში ამბობს: მახსოვს ის დრო, როცა დავიკარგე და ყველაფერი მაღიზიანებდა. მაშინ, სევდამ, უიმედობამ და სასოწარკვეთილებამ მორევში ჩამითრია. მერე კი, ხელი გკარი. როცა შენთან შეხვედრა მინდოდა ყოველთვის ჩემს გვერდით ჩნდებოდი, თან ისე რომ არაფერს მეუბნებოდი. ამიტომ არ მოგცემ უფლებას ხელი გამიშვა! შენი დაკარგვა აღარ მინდა. დაბადებიდან ჩემ გვერდით და სიკვდილამდე ჩემს ცხოვრებაში უნდა იყო, რათა ყველაფერს თვალი ადევნო.... Black Swan-ში იუნგი მუსიკასთან კავშირს კარგავს, რომელიც მას ოდესღაც შეუძლებლად მიაჩნდა. ამ სიმღერაში ის გამოხატავს თუ როგორ შეიცვალა მისი სამყარო. დრო გაჩერდა და ცხოვრება ისეთი ფერადი აღარ არის. ის თითქოს სიკვდილს ხედავს. თითქოს ვეღარ იცხოვრებს ისე, როგორც ადრე ცხოვრობდა, ამიტომ ის მის პირველ გარდაიცვალებას ხედავს. ბოლო სტრიქონში (First Love-ის) იუნგი მიუთითებს მართა გრეჰემის ციტატაზე "მოცეკვავე ორჯერ კვდება. პირველად მაშინ, როცა ცეკვას წყვეტს. ეს გარდაცვალება კი, მეორე გარდაცვალებაზე - სიკვდილზე უარესია",  რომელიც Black Swan-ის დასაწყისში გამოჩნდა. 

ნამჯუნის ვერსში კარგად ჩანს რომ ბითიესის წევრებს საკუთარ თავში ეჭვი შეაქვთ და დანებებაზე/დაშლაზე ფიქრობენ. როცა არტისტები ხელოვნებას ქმნიან, ზოგჯერ მათ უდგებათ ასეთი მომენტები. თითქოს ორიგინალური აღარაფერი გამოსდით. ამის გამო შესაძლოა მათ გაუჩნდეთ სურვილი რომ მიატოვონ ხელოვნება და უფრო მარტივი რამ აკეთონ. სწორედ, არტისტის თავდაპირველი ვნებისგან თავის დაღწევაა "პირველი გარდაცვალება", მათთვის კი ეს სიკვდილი მეორეზე ბევრად მტკივნეულია. 

"Ocean with all light silenced shut" - ბითიესმა 2017 წელს გამოუშვა ტრეკი სახელად "Sea". ამ ტრეკის გათვალისწინებით კი ზემოთ აღნიშნული წინადადება (რომელსაც Black Swan-ში ვხვდებით) სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს. ისინი პარალელეს ავლებენ. "ზღვა" წარმატებაა, ხოლო "უდაბნო" წარუმატებლობა. დასაწყისში ეს ზედმეტად ბუნდოვანია, თუმცა Black Swan-ში ისინი ამ მომენტს ახვევენ. გამოხატავენ როგორია ოკეანე სინათლის გარეშე ანუ როგორია წარმატება ბედნიერების გარეშე! გამოდის რომ ბითიესმა ვერ იპოვა "ლურჯი ოაზისი" მიუხედავად იმისა რომ 2020 წელს უამრავი რეკორდი მოხსნა. მათ მიაღწიეს წარმატებას ოღონდ ეს წარმატება რაღაც უფრო ბნელია, ეს მუსიკისადმი სიყვარულის დაკარგვის შიშია. 

"Film it now" - აქ ბითიესი მოითხოვს ყველაფრის გადაღებას. ვგულისხმობ იმას რომ "შავი გედი" პირადი ტკივილებით გაჟღენთილი ტრეკია, თუმცა ბითიესი ამას არ მალავს. მათ სურთ რომ მაყურებელს ყველაფერი გაუზიარონ. 2017 წელი გავიხსენოთ "You Never Walk Alone": რატომ გვაიძულებს ღმერთი რომ თავი მარტოსულად ვიგრძნოთ?! ღმერთო ჩემო, არა! თუნდაც უამრავი ნაიარევი გვქონდეს, მერე რა. ჩვენ ხომ ერთად ვართ, ამიტომ ერთად გავიღიმოთ! - ბითიესი არმის გამუდმებით ანუგეშებს.

"Nothing can devour me, I shout out with ferocity" - აქედან სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა იცვლება. სიმღერის პირველ ნახევარში ბითიესი გვიზიარებს სასიკვდილო განცდას. პირველ ნახევარში არის ეგზისტენციალური კრიზისი და დეპრესიული შიში, მაგრამ სიმღერის ამ ეტაპზე კრიზისი წყდება. ისინი ცხადად აცხადებენ რომ შიში მათ ვერ დაამარცხებს. არ აქვს მნიშვნელობა იმღერებენ თუ იყვირებენ, ისინი ამ შიშს ხმით შეებრძოლებიან.



რეგისტრაცია