unisub.ge

BTS - DOPE

BTS - DOPE

გამოშვების წელი: 2015

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: ქეი-პოპ სიმღერები,მუსიკალური

როლებში: კიმ ნამჯუნი, კიმ სოკჯინი, მინ იუნგი, ჯონ ჰოსოკი, პაკ ჯიმინი, კიმ თეჰიონი, ჯონ ჯონგუკი


აღწერა:

ნამჯუნი ახსენებს სახელებს, რომლებიც უკავშირდება ახალგაზრდა თაობას. თითოეული სახელი ასახავს იმას თუ რა ტიპის ცხოვრებით ცხოვრობენ კორეაში და რა ვითარებაშიც. ყველა ეს ეტიკეტი სათავეს იღებს საზიზღარი და კონკურენტუნარიანი კორეის სამუშაო ბაზრის სისტემისგან, რამაც ახალგაზრდა თაობა აიძულა, რომ ამ ფაქტორის გამო ბევრ რამეზე უარი ეთქვათ! ვინაიდან დასაქმების ბაზარი უაღრესად მაღალ სტანდარტებს შეიცავს, კორეელ სტუდენტებს არჩევანი არ აქვთ, რომ მთელი ძალისხმევა და მთელი დრო დაუთმონ სწავლას. ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის ისინი თავიანთ თავებს უწოდებენ "n-Po" თაობას. "n" არის ექსპონენციური ზრდის ცვლადი, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია და კორეულ ენაში "PO" ნიშნავს დანებებას. 

Sampo - ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უარს ამბობს მეგობრებზე, ქორწინებასა და ბავშვის გაჩენაზე.

Ohpo - ყველა ვინც უარს ამბობს კეთილდღეობაზე, ბავშვის გაჩენაზე, სამსახურზე, ქორწინებასა და სახლის ქონაზე.

Yookpo - ადამიანები რომლებიც ამ 6 საკითხზე უარის თქმას უყურებენ ისე, როგორც მოვალეობას! ეს საკითხებია: ქორწინება, სამსახური, სახლი, ბავშვი, ურთიერთობები, მეგობრები.

Chilpo - ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან უარი თქვან 7 საკითხზე. ისინი უარს ამბობენ ზემოთ ნახსენებ 6 რამეზე და ამას პლიუს არ აქვთ ნათელი მომავლის იმედი.

Ilpo - ადამიანები რომლებიც, როცა ამდენ რამეს იღებენ მსხვერპლად, ბოლოს თავს ისე გრძნობენ რომ უარი თქვეს მხოლოდ ერთადერთ რაღაცაზე - თავიანთ ცხოვრებაზე!



რეგისტრაცია