unisub.ge

BTS - Ddaeng

BTS - Ddaeng

გამოშვების წელი: 2018

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: ქეი-პოპ სიმღერები,მუსიკალური

როლებში: კიმ ნამჯუნი, ჯონ ჰოსოკი, მინ იუნგი


აღწერა:

ბანთანმა ეს სიმღერა საუნდქლაუდზე უფასოდ ატვირთა და არმის აჩუქა, როდესაც მათი დებიუტიდან ხუთი წლის გასვლას აღვნიშნავდით (სიმღერა ფასიან საიტებზე არ დევს). ამ ტრეკში ბანთანი სიტყვებით თამაშობს და ჰეითერებს ინტელექტუალური გზით პასუხობს.  თვითონ სათაური "Ddaeng" რამდენიმე მნიშვნელობითაა ნახსენები.  

ნამჯუნი  იწყებს "Ilpal ilsam sampal ddaeng" (1-8, 1-3, 3-8 დენგ) ეს კორეული ტრადიციული სამაგიდო თამაშია, რომელსაც ბანქოთი თამაშობენ. 1-8, 1-3, 3-8 _ ეს კი ამ თამაშის იდეალური კომბინაციებია, რომლის მეშვეობითაც თამაშს იგებ. ამ კომბინაციებს თამაშში ვერაფერი ამარცხებს (განსაკუთრებით 3-8_ის კომბინაციას!) ზოგიერთ კონტექსტში 'დენგ' არასწორის სინონიმია. ამ სიტყვამ ეს მნიშვნელობა შეიძინა იმ ინსტრუმენტის ხმის მიბაძვით, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ  გასართობი თამაშებისას, როდესაც მონაწილე დამარცხდება ან რამე არასწორს იტყვის. ამ დროს ეს სპეცილური  ინსტრუმენტი გამოსცემს ხმას რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს "დეენგ".  
hip-hop ddaeng, Rap star-ddaeng, Just rapper-ddaeng, Bangtan-ddaeng - ჰობი ამ შემთხვევაში იმეორებს ჰეითერების სიტყვებს, რომლებსაც ბანთანის არაფერი მოსწონთ და ნებისმიერი რამ რასაც ბანთანი აკეთებს მათთვის "დენგ" ანუ არასწორი/არაფერია. ამის შემდეგ ჰობი აგრძელებს  "but in reality bang Worldwide bang" (მაგრამ სინამდვილეში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ვართ) ანუ ddaeng-დან გახდნენ "bang" და ამ ფაქტს ჰეითერები ვერ შეცვლიან.

იუნგის ვერსში სიტყვა "დენგის" მნიშვნელობაც იცვლება და ისევ სამაგიდო თამაშთან ავლებს პარალელს.  შუგა იყენებს ტერმინს, კორეულ სლენგს, რომლითაც კორეელები მოიხსენიებენ გავლენის და ძალის მქონე ადამიანებს. ეს სლენგი კი სათავეს იღებს სამაგიდო თამაშიდან, სადაც იგივე სიტყვა მომგებიანი კარტების კომბინაციას აღნიშნავს, თუმცა ამ კომბინაციას ამარცხებს სხვა კომბინაცია, რომელსაც "დენგ" ჰქვია. შუგა თავის ნაწილს ამთავრებს სიტყვით "kkeut" რასაც ორი მნიშვნელობა აქვს და გამოდის რომ იუნგი თავის ნაწილს ამთავრებს ასე “continue worrying about us losers THE END, MIC DROP, I AM OUT" შინაარსობრივად რომ გავშალოთ იუნგი თავის ნაწილს ამთავრებს ასე "გააგრძელეთ ჩვენზე დარდი ლუზერებო, მე სათქმელი არაფერი მაქვს. დავასრულე!".  

ნამჯუნის ნაწილი ამ სიმღერაში საოცარია. ის სიტყვებით თამაშობს და სიტყვა "დენგს" 7 სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. When i was young i liked playing freeze tag ddaeng- როცა პატარა ვიყავი მომწონდა "გაშეშობანას" თამაში. (წესით ეს თამაში ყველას უნდა გახსოვდეთ. დაჭერობანას მსგავსი იყო და ხელს რომ დაადებდი უნდა გაშეშებულიყო სანამ ვინმე არ "გააცოცხლებდა". კორეაშიც თამაშობდნენ როგორც ჩანს ბავშვები ამ თამაშს და გაცოცხლებას აღნიშნავდნენ სიტყვით - დენგ) your 7 kkut i am ddaeng-ისევ სამაგიდო თამაშთან პარალელია. სადაც ამ კარტის კომბინაციას, კომბინაცია "დენგ" ჯობნის. მარტივად ნამჯუნი ეუბნება რომ მასზე მომგებიანი პოზიცია აქვს.

კორეელი ბიჭი, რომელმაც ამ სიმღერის ტექსტი აგვიხსნა, სიმღერის ლირიკას გენიალური სიტყვებზე თამაში უწოდა და გვითხრა რომ ენის არმცდონეებისთვის ძნელი გასაგებია, თუმცა კორეელი მიხვდება რომ ამ ტექსტში ბანთანი საოცრად თამაშობს სიტყვებით. ისინი ჰეითერებს "ჭაში ჩარჩენილ ბაყაყებს" უწოდებენ, რაც კორეული ანდაზაა. ამ გამოთქმით ისინი იმ ადამიანებზე მიუთითებენ რომლებსაც ჩაკეტილი აზროვნება აქვთ, თავიანთი თავების გარდა ვერაფერს ხედავენ და თავები საუკეთესოები ჰგონიათ. სიტყვა ბაყაყს ნამჯუნი ფარული მნიშვნელობითაც იყენებს, რაც კორეული სლენგია და "უხეიროს" მნიშვნელობა აქვს.  

კორეელმა ბიჭმა რომელმაც ეს ტექსტი ახსნა აღნიშნა: "მიუხედავად იმისა რომ სიმღერა დისთრექია და თანაც საკმაოდ აგრესიული, ბანთანი არ იყენებს, უცენზურო სიტყვას, გინებას და ტოქსიკურ გამონათქვამს. პირიქით, ისინი სიტყვებით თამაშობენ, სიტყვებს სხვა და სხვა მნიშვნელობით იყენებენ და საბოლოო ჯამში ჰეითერებს დასცინიან ისე, რომ ამას ჰეითერები ვერც კი ხვდებიან. ეს სიმღერა ყველა სხვა დისთრექისგან ზუსტად ამით განსხვავდება. ინტელექტუალური პარალელებით, სიტყვებზე თამაშით, სარკაზმით და ირონიითაა გადმოსცემული სათქმელი".



რეგისტრაცია